ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უფასო აქცია სოფელ ეწერში
23.10.2018

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ჯეო ჰოსპიტალს-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ეწერში გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, პედიატრი, ანგიოქირურგი, ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ-სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ეკგ-ს და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებიც, რამაც ხელი შეუწყო ადგილზე პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას.
აქციაზე მოსული 71პაციენტიდან თითქმის უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა 9 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ.
მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობისთვის.
მომდევნო აქციების ჩატარების დრო და ადგილი დაიგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.
სხვა სიახლეები
12
06.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ ჯანდარაში
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.
03
06.2019
უფასო სამედიცინო გასინჯვები
8 ივნისს, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში დილის 10:00 საათიდან ჩატარდება უფასო კონსულტაციები.
27
05.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია დაბა ჟინვალში
16 მაისს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია დაბა ჟინვალში
10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
12
06.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ ჯანდარაში
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა