უფასო აქცია სოფელ საკრაულში
25.10.2018
შპს ჯეო ჰოსპიტალს-ის ბაღდათის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა 28 სექტემბერს რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. საკრაულის ამბულატორიაში - საკრაულის მოსახლეობისთვის ენდოკრინოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ნევროლოგის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა შედეგიანი გახდა იმ მხრივ, რომ გასინჯული პაციენტები მადლიერი დარჩნენ ჯეო ჰოსპიტალსის ექიმების ადგილზე მომსახურებით. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 32 ადამიანის გასინჯვა. ადგილზე მოხდა გლუკოზის განსაზღვრა კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს დაენიშნათ შესაბამისი მკურნალობა და დამატებითი კვლევების საჭიროება შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. სოფელ საკრაულის მოსახლეობამ გამოთქვა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.