უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში
15.08.2018
2018 წლის 10 აგვისტოს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოწვეული ოფთალმოლოგის ნიკოლოზ ჩუბინიძის მიერ ჩატარდა უფასო გასინჯვები და კონსულტაციები. აქციის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 45 პაციენტს .მათ შორის გამოვლინდა 6 საოპერაციო პაციენტი.
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მსგავსი აქცია იგეგმება 24 აგვისტოს.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.