ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უფასო სამედიცინო აქცია ველისციხის, ახაშენის და ზეგაანის მოსახლეობისთვის
25.09.2018

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 25 სექტემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ველისციხის ამბულატორიაში ველისციხის, ახაშენის და ზეგაანის მოსახლეობისთვის  კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის,მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში გაესინჯა 140 პაციენტი. ჩატარდა 82 კვლევადა 108 კონსულტაცია. დაინიშნა 64 დამატებითი კვლევა/კონსულტაცია გეგმიურ ამბულატორიაში. გამოვლინდა 24 პაციენტი, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას/ჩარევას.

სხვა სიახლეები
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
11
01.2021
საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
28
12.2020
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.
22
12.2020
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა