ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
12.02.2019

შპს ,, ჯეო ჰოსპიტალს"-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 62 წლის ქალბატონი მოთავსდა 15.01.2019 ნაღვლის სადინარის დახშობის დიაგნოზით. ანამნეზში აღენიშნებოდა სხვადასხვა კლინიკებში ჩატარებული რამდენიმე უშედეგო ოპერაცია: წელიწადნახევრის წინ პაციენტს ჩაუტარდა ქოლეცისტექტომია, რომლის შემდეგაც განუვითარდა ნაღვლის სადინარის დახშობა და გაუკეთდა ნაღვლის სადინარის ანასტომოზი წვრილ ნაწლავთან, მაგრამ ოპერაციის შემდეგ განვითარდა ანასტომოზის უკმარისობა, შემდეგ კი სტენოზი და ბოლოს გაუკეთდა ღვიძლში და სანაღვლე სადინარების სუბკუტანური დრენირება, რომლითაც პაციენტი იმყოფებოდა ბოლო ერთი წლის მანძილზე.

პაციენტმა ბორჯომის სამედიცინო ცენტრს მიმართა გეგმიური ოპერაციისთვის და ჩაუტარდა წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია: ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარის ანასტომოზი წვრილ ნაწლავთან. ოპერაციას უძღვებოდა ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მალხაზ გოგატიშვილი, ასისტენტი ნინო კურტანიძე, ანესთეზიოლოგი ნუნუ თოდრია, საოპერაციო ექთანი ვენერა კიკნაძე, ანესთეზიის ექთანი დარეჯან უთმელიძე. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა მეექვსე დღეს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. პაციენტი ამჟამად იმყოფება ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.
სხვა სიახლეები
26
12.2018
მარნეული TV - "ჯეო ჰოსპიტალსი"
მარნეულის ტელევიზიის რეპორტაჟი "ჯეო ჰოსპიტალს"- ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის შესახებ
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
12
02.2019
წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
პაციენტმა ბორჯომის სამედიცინო ცენტრს მიმართა გეგმიური ოპერაციისთვის და ჩაუტარდა წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა