ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზესტაფონის იმუნიზაციის ცენტრში აცრის პროცესს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს
02.09.2021

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის  ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესს. ამ ეტაპზე   გადამზადებულ მედიკოსთა 35 ჯგუფი, სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს აცრებს. იმერეთის რეგიონში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ჩართულობით მოქმედებს ორი მასშტაბური ცენტრი და რამდენიმე ათეული იმუნიზაციის კაბინეტი, სადაც მოსახლეობას სასურველი ვაქცინით , დაურეგისტრირებლად შეუძლიათ აიცრან.

,,იმუნიზაცია  არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში მიმდინარე აცრების პროცესის გაცნობისას აღნიშნა.

იმუნიზაციის  მიმდინარეობის პროცესი, პრემიერს  ზესტაფონის “ჯეო ჰოსპიტალსის” ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა ლია ებანოიძემ გააცნო, რომლის თქმითაც ვაქცინაციის ცენტრში დღეში 350-ზე მეტი ადამიანი იცრება. ,,ცენტრი 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე 2848 ადამიანია აცრილი. ცენტრში აცრა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრს თვითდინებით მიმართავენ“-აღნიშნა ლია ებანოიძემ .

აღსანიშნავია, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის  ქსელი, პანდემიის დაწყებისთანავე  მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 10 კლინიკაში. ასევე ცართულია იმუნიზაციის მასშტაბურ კამპანიაში.

ვაქცინაციის  ცენტრში ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

https://imedinews.ge/ge/covid19/216403/irakli-garibashvili-atsra-aris-ertaderti-gamosavali-imistvis-rom-chveni-moqalaqeebi-davitsvat-shemdgomi-gartulebebisgan?fbclid=IwAR1y5NfV_FJWTtfkdkrwlGCYB_vmZXOrT4Hf3sKoPmKjp4DmHO5ZygX16Cs

 

სხვა სიახლეები
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
09
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.
08
09.2021
სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა
საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დღეს „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების გასაერთიანებლად.
08
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ
მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა