ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 20 აგვისტოდან კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს
20.08.2021

"ჯეო ჰოსპიტალსის" რეგიონული ქსელი კიდევ ერთი ჰოსპიტალით  ერთვება კოვიდპანდემიის მართვაში.  ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო   ცენტრი 20  აგვისტოდან კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებას  შეძლებს.

კლინიკა   აღჭურვილია COVID19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, საკუთარი ჟანგბადის ქარხნით.

,,არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და დამატებითი რესურსების მაქსიმალური მობილიზების შედეგად ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებით ერთვება კორონა ვირუსის მართვის პროცესში. პარალელურად მოვახერხეთ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში კოვივინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებით, საწოლფონდის გაზრდა.   ამ ურთულესმა ორმა  წელმა აშკარად დაგვანახა, რომ კერძო კლინიკების აქტიურად ჩართულობამ და დამატებითი რესურსების მობილიზებამმათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით, უფრო ეფექტური გახადა  პროცესის მართვა“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა,რომლის თქმითაც დღეს საქართველოს მასშტაბით  5 რეგიონში  განხორციელებული ინფრასრუქტურული სამუშაოების შედეგად, კლინიკებში განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული/რეანიმაციული და გადაუდებელი დახმარების ერთეულები. რაც , COVID–19-ის და სხვადახვა ტიპის ინფექციების  კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრულ   მოთხოვნებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, დროულად განხორციელებულმა ინვესტიციებმა არსებულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების და ჩართულობის შესაძლებლობა მისცა გუნდს.

,,კოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პარალელურად, აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, კლინიკა ჰიბრიდული სტატუსით გააგძელებს მომსახურებას, რადგან  , ბენეფიციარებს  არ შეეზღუდოს , წვდომა  რეგიონში   სხვა საჭირო სამედიცინო სერვისებზე“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გიორგი კუხიანიძემ. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე მოეწყო  სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება/განთავსებისათვის.,  

,,ჯეოჰოსპიტალსირომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში, პირველივე  ეტაპზე ჩაერთო.  ამ დროისთვის ქსელის მასშტაბით კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და მართვა მცხეთის, მარნეულის, გურჯაანის, საგარეჯოს , ბორჯომის , ვანის , დუშეთის, ჭიათურის, სამტრედიის  და უკვე ზესტაფონის სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.

 კომპანიამ სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად რამდენიმე ასეული  საწოლფონდის მობილიზება შეძლო.

პარალელურ რეჟიმში კომპანიმ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეული იმუნიზაციის კაბინეტიც აამოქმედა, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა წარმოების ვაქცინით აცრები.

ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში კი წახალისების მიზნით,  ორჯერადად აცრილი მოქალაქეები, ლაბორატორიულ და   მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე  30 %-ანი  ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 

სხვა სიახლეები
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
30
12.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
14
12.2021
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა