ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზურაბ ქიტოშვილი: ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზებაში ერთვება“
22.06.2021

ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს, პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მაქსიმალურად დროულად მობილიზების საკითხები განიხილეს.

,,ჯეო ჰოსპიტალს“ის რეგიონული ქსელი, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური აცრების  დაჩქარების მიზნით,  ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დამატებით შექმნის იმუნიზაციის კაბინეტებს“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, რომლის თქმითაც    შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერს სრული ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები, ცნობილია, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა. 

მთავრობის მეთაურმა  კლინიკების დირექტორებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.