ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
25.01.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. მინისტრს კომუნიკაციის თხოვნით 20-მდე წამყვანმა კლინიკის ხელმძღვანელმა წერილობით მიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო. საუბრის მთავარი თემა იმ გზებისა და საშუალებების ერთობლივი ძალისხმევით მოძიება და დაგეგმვა ,რომელიც კლინიკებსა და მომხმარებლებს შესაძლო კრიზისიდან იხსნის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს მხარეებმა , გამოსავალი ინტენსიურ რეჟიმში გამართული დიალოგის ფარგლებში მიღებული სწორი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა იქნება.
„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. დისკუსიის ფარგლებში განვიხილოთ კერძო სამედიცინო სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმების ეროვნულ ჰოსპიტალურ სტრატეგიასთან თანხვედრა, რაც უზრუნველყოფს როგორც პაციენტთა მაქსიმალურ დაცულობას და საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მიღწევას, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებას“ - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ , მისივე თქმით, გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შეთანხმება აუცილებელია.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.