ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზურაბ ქიტოშვილი: ,,ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის ფონზე, არსებული სატარიფო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“
22.07.2021

ქვეყნის წამყვანი ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კოვიდ პანდემიის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობასა და მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სატარიფო პოლიტიკა, რომელიც   წლებია არ შეცვლილა.  ,,ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც დღეს ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მისი შემდგომი განვითარება არსებული სატარიფო პოლიტიკის შენარჩუნების  პირობებში შეუძლებელი გახდება. ფინანსური ინფლაციის, გაორმაგებული საბაზრო ღირებულებებისა და გაძვირებული ელექტროენერგიის ფონზე, თუ არ გადაიხედება ტარიფები ბიზნესისთვის შიდა ინვესტირების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა შეუძლებელი გახდება“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის  გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, მისივე თქმით აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.  ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას, ამიტომ გეგმავს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემის მოგვარების საკითხში და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა ,,საქმიან დილაში" სტუმრობისას, რომლის თქმითაც კომპანიისთვის, რომელიც  სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, აუცილებელია არსებობდეს გრძელვადიანი სატარიფო პოლიტიკა ,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია 9 წლის თავზე, საყოველთაო ჯანდაცვამ განიცადოს რეფორმა და გვაქვს პოზიტიური რეფორმის მოლოდინიც, სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს სურვილი რომ უფრო ეფექტური და მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, დღეს ისევ ის ტარიფები მოქმედებს, რაც 2011-13 წლებში ...“-განაცხადა კობახიძემ .

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდება ჩარჩო დოკუმენტი, სადაც განხილული პრობლემატიკა და მისი მოგვარების გზები იქნება წარმოდგენილი.

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.