შეისწავლის სმენის დაქვეითებისა და სიყრუის გამომწვევ მიზეზებს, შიმუშავებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რაციონალურ მეთოდებს (ყურის ქირურგია, ყურის პროთეზირება და სხვ.)
სმენანაკლულობის რისკ-ფაქტორები:
- მემკვიდრული ფაქტორი;
- დღენაკლული ნაყოფი;
- ნაყოფის ჰიპოქსია (ჯანგბადის ნაკლებობა0 მშობიარობის დროს;
- ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითურა, სიფილისი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ჰერპესი);
- ორსულობის დროს ოტოტოქსიური მედიკამენტების გამოყენება (მათი მიზანშეუწონელი ან არაზუსტად შერჩეული დოზა, რომელმაც შესაძლოა, სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს)
- რეზუსშეუთავსებლობა დედასა და ნაყოფს შორის;
- ინფექციური დაავადება (მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექციები);
- თავის ან ყურის ტრავმა;
- გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
- ხმაური, სროლა, აფეთქება.
- გარეთა ყურის დაზიანებებთან დაკავშირებული სმენანაკლულობა, გამონაკლისების გარდა, მკურნალობას ექვემდებარება.