მოიცავს კანის სტრუქტურისა და ფუნქციების პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
კანის დაავადებები იყოფა ჯგუფებად:
- თანდაყოლილი;
- ინფექციური: ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული;
- სიმსივნეები: ავთვისებიანი, და კეთილთვისებიანი;
- კანის ანთებითი დაავადებები - დერმატიტები;
- კერატინიზაციის დარღვევით მიმდინარე გამოვლინებები;
- შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს, კანზე გარეგანი გამოვლინებები.