მოიცავს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეული პათოლოგიების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პრევენციას.
ენდოკრინული სისტემა, მის მიერ ბიოსინთეზირებული ჰორმონების სისხლში (ან ლიმფაში) სეკრეციით, არეგულირებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ჰომეოსტაზს (ორგანიზმში წონასწორობის შენარჩუნებას).
ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქციის დროს ვითარდება შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, კვებითი ანომალიები, რეპროდუქციული სისტემის ანომალიები, ჭარბი წონა, კახექსია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ჰიპერგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი, ადისონის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.