მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს, ეპიდემიური ტუბერკულოზის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, შეიმუშავებს მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
ფილტვის ტუბერკულოზი ერთნაირად საშიშია როგორც მოზრდილისთვის, ასევე, ბავშვებისთვისაც, ამიტომ მისი ვაქცინაცია დაბადებისთანავე, სამშობიაროში ტარდება.
ყურადღებამისაქცევი სიმპტომები:
- მუდმივი სუბფებრილური (დაბალი) სიცხე;
- გაღიზიანება, გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
- მოთენთილობა, სიფერმკრთალე, კანის სიმშრალე, ადვილად დაღლა;
- ლიმფური ჯირკვლების გადიდება, წონაში კლება;
- ყივილის მსგავსი ხველა, ხმის ჩახლეჩა;
- ძილის დარღვევა, მადის დარღვევა, ოფლიანობა.
ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია და საშუალებას იძლევა განისაზღვროს ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა და შესაბამისად, სამკურნალო ტაქტიკა.