გული, როგორც ტუმბო, ამოძრავებს სისხლს და ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ყველა საჭირო ნივთიერებას, საკვებს, ჟანგბადს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ჰორმონები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტისხეულები და სხვ.). ამასთანავე, ათავისუფლებს ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლის მავნე პროდუქტებისა და ნახშირორჯანგისაგან, რომელთა ნაწილობრივი გაუვნებელყოფა ხდება ღვიძლში, ხოლო გამოყოფა გარემოში ფილტვების, თირკმელების, საოფლე ჯირკვლებისა და სხვ. გზით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:
- გულის იშემიური დაავადება - ინფარქტი;
- ცერებროვასკულარული დაავადება - ინსულტი;
- არტერიული ჰიპერტენზიები (მაღალი წნევა);
- პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები;
- გულის რევმატიული დაავადებები;
- გულის თანდაყოლილი სა შეძენილი მანკები;
- კარდიომიოპათიები;
- გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ავადმყოფობები.
გულის დაავადებათა განვითარების რისკის შემოწმებისა და კონტროლისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ:
- არტერიული წნევის მაჩვენებელი;
- შაქრის დონე სისხლში;
- ლიპიდების დონე სისხლში.
გულ-სისხლზარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორები:
- ოჯახური ანამნეზი;
- ასაკი;
- სქესი;
- არაჯანსაღი კვება;
- დაბალი ფიზიკური აქტივობა;
- თამბაქოს მოხმარება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- დისლიპიდემია სისხლში;
- ჭარბი წონა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- მეტაბოლური სინდრომი;
- პერინატალური ფაქტორები;
- ანთებითი მარკერები