გადამდები დაავადებებია და გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმით: ბაქტერიები, ვირუსები, უმარტივესები, ჰელმინთები, პარაზიტები, ტკიპები და ა,შ.
დაავადებებს ახასიათებს ციკლური მიმდინარეობა და აქვთ პოსტინფექციური იმუნიტეტი.
ინფექციური დაავადების გაძლიერება თვითონვე იწვევს ორგანიზმის იმუნური რეაქციების გაძლიერებას და შესაბამისად, ციტოტოქსიური ლიმფოციტებისა და სპეციფიური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებმაც უნდა შეძლონ დაავადების გამომწვევი მიკრობის „მონელება“.
ინფექციურ დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხშირ შემთხვევაში, დაავადებათა გართულებისა და გავრცელების დიაპაზონიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.