მოიცავს მსხვილი და სწორი ნაწლავების სტრუქტურის, პათოლოგიებისა და დაავადებების გათვალისწინებით, მცირეინვაზიურ (რადიოტალღურ და ელექტროკოაგულაციურ) და ფართომასშტაბიან (რადიკალურ) ოპერაციებს.
მსხვილ ნაწლავზე ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა აპენდექტომია - ბრმა ნაწლავის ჭიაყელასმაგვარი წანაზარდის ამოკვეთა. გაცილებით დიდი მასშტაბის ოპერაციებია მსხვილი ნაწლავის რეზექცია -ჰემიკოლექტომია. მსხვილ ნაწლავებში წარმოქმნილი ადენომები, დიფუზური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ზრდის კიბოს განვითარების რისკს და აუცილებელი ოპერატიული ჩარევა და ხშირ შემთხვევაში, ნაწლავის რეზექცია.