მოიცავს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ნერვული დაავადებები, ძირითადად, ვლინდება:
- მოტორული დისფუნქციით;
- მენტალური და კოგნიტური დისფუნქციით;
- ქცევითი დარღვევებით;
- ვერტებრალური პათოლოგიით გამოწვეული ცნს დაზიანებით;
- მეტაბოლური დისფუნქციით გამოწვეული ცნს დაზიანებიტ და სხვ.
ნერვულ დაავადებების გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით:
- თავის ტკივილი;
- კისრისა და ზურგის ტკივილი;
- უძილობა;
- თავბრუსხვევა;
- მოძრაობის დარღვევა (ტრემორი, სიარულის გაძნელება);
- მეხსიერების დაქვეითება;
- ასთენია;
- შფოთვა;
- დეპრესია და სხვ.
გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებებია;
- თავის ტვინის მწვავე და ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები;
- დემენცია და მეხსიერების დარღვევის სხვადასხვა სახე;
- მოძრაობითი დარღვევები (პარკინსონის დაავადება);
- ეპილეფსია და ფსევდოგულყრები;
- ნერვული სისტემის დემიელინიზაციური დაავადებები 9გაფანტული სკლეროზი, მწვავე ენცეფალომიელიტი);
- სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული მონო და პოლინეიროპათიები);
- გარკვეული გენეზის ტკივილის სინდრომები;
- კუნთოვანი და ნერვ-კუნთოვანი სინაფსის პათოლოგია (მიასთენია და კუნთთა პროგრესული დისტროფიები);
- ხერხემლუის ფესვობრივ-ალერგიული სინდრომები;
- ტავბრუსხვევა და ვესტიბულოსტატიკური დარღვევები;
- ნერვული სისტემის სიმსივნეები;
- სხვადასხვა გენეზის მეტაბოლური და ენცეფალოპათიები;
- ვირუსული ნეიროინფექციები;
- შფოთვითი და სომატოფორმული აშლილობები;
- ნევროტული რიგის დარღვევები.