მოიცავს თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდებს.
მეტად გავრცელებული დაავადებებია პტერიგიუმი, გლაუკომა, კატარაქტა, ქალაზიონი - უმეტესად, ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ.
რიგ შემთხვევებში აუცილებელია თერაპიული მკურნალობა მიდრიაზული, გლაუკომის საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა შემავიროვებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა.
შედარებით იშვიათად არის თვალის პათოლოგიების ისეთი მდგომარეობები, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას - ძირითადად, ტრავმების, თვალის მწვავე ინფექციების, ქიმიური დამწვრობის, მხედველობის უეცარი დაკარგვის დროს.