მოიცავს რაბიოლოგიურ ქიურგიას და ახორციელებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ცოფი მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გარემოში ხვდება დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად და ადამიანის ორგანიზმში აღწევს ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან. ცოფის ვირუსი თავისა და ზურგის ტვინში იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება სასუნთქი და საყლაპავი კუნთების კრუნჩხვით, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით. ამ ეტაპზე, მისი განკურნება შეუძლებელია. ძაღლის ან კატის მიერ დაკბენილ ადამიანს პროფილაქტიკური კურსი უნდა ჩაუტარდეს იმავე დღეს, მე-3 და მე-7 დღეს. თუ ცხოველმა, რომელმაც ადამიანი დაკბინა, კიდევ 14 დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შეწყდეს, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება მე-14, 28-ე დღეებზე. ეს უკვე სამკურნალო კურსია. კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრაც.