ახორციელებს რევმატიულ დაავადებათა დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
სახსრების რევმატიული ანთების კლინიკა ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიერაა აღწერილი.
რევმატიული დაავადებებია:
- შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები და სისტემური ვასკულიტები (წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, სკლეროდერმია);
- ანთებითი რევმატული დაავადებები (კვანძოვანი ერითემა, რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტები);
- ართრიტები ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, კრონის, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დროს, რევმატიზმი;
- პოდაგრული ართრიტები, ქონდროკალცინოზი, ოსტეოართრიტები, ოსტეოართროზი.