ორიენტირებულია პაციენტებთან ადრეულ კლინიკურ კონტაქტზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის პრინციპების გათვალისწინებით და უწყვეტი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს რისკების განვითარების დროულ შეფასებას და პაციენტის მართვის სწორი ტაქტიკის შემუშავებას, საჭიროების მიხედვით, სტაციონარული მკურნალობისთვის მიმართულების მიცემას.
მართავს გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი და სხვ. სისტემების მთელ რიგ ქრონიკულ დაავადებებს, პაციენტს აცნობს დაავადების პროგრესირების რისკებს და აძლევს რეკომენდაციებს რისკ-ფაქტორების მოდიფიკაციის და ქცევის შეცვლის შესახებ.