ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სიამის ტყუპები
უკან
დაავადების აღწერა
სიამის ტყუპები დაბადებიდან სხეულის რომელიმე ნაწილით ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული.

სიამის ტყუპები ვითარდება, როცა ადრეული ემბრიონი მხოლოდ ნაწილობრივად იყოფა ორი ინდივიდის ჩამოსაყალიბებლად. ადრეული ემბრიონი მართლაც წარმოქმნის ორ ორგანიზმს, მაგრამ მათი ნაწილი საერთო იქნება. ეს ნაწილი ყველაზე ხშირად არის გულმკერდი, მენჯი ან დუნდულები. სიამის ტყუპებს შესაძლოა საერთო შინაგანი ორგანოებიც ჰქონდეთ.

სიამის ტყუპების უმრავლესობა დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ მალევე იღუპება. გადარჩენილი ტყუპები ზოგჯერ ქირურგიულად სცილდებიან ერთმანეთს. ქირურგიული ჩარევის წარმატება დამოკიდებულია შეერთების ადგილსა და საერთო შინაგანი ორგანოების რაოდენობაზე, ასევე ქირურგიული გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე.
გამომწვევი მიზეზი
იდენტური (მონოზიგოტური) ტყუპები მიიღება, როცა ერთი ცალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა და ყალიბდება ორ ინდივიდად. ჩასახვიდან 8–12 დღის შემდეგ, ემბრიონული უჯრედები იწყებენ კონკრეტული ორგანოებისა და ქსოვილების წარმოქმნას. სავარაუდოა, რომ თუ ემბრიონი გაიყოფა ამ პერიოდის შემდეგ, მოგვიანებით, ჩასახვიდან 13–15 დღეში, მაშინ დაცალკევება სრულად ვეღარ მოხდება და გარკვეული ქსოვილებით ტყუპები შეკავშირებული იქნებიან ერთმანეთთან.

ალტერნატიული თეორია გულისხმობს, რომ ორი ცალკეული ემბრიონი შემდეგ ერწყმის ერთმანეთს ადრეული განვითარების ეტაპზე.

რა იწვევს ამ რომელიმე თეორიის განვითარებას, უცნობია.
სიმპტომები
არ არსებობს იმის კონკრეტული ნიშანი ან სიმპტომი, რომ ქალს სიამის ტყუპები ეყოლება. როგორც სხვა ორსულობის დროს, როცა ტყუპია საშვილოსნოში, მუცელი სწრაფად იმატებს ზომაში და დედებს აღენიშნებათ მეტი დაღლილობა, გულისრევა და ღებინება ადრეულ ორსულობაში.

როგორ არიან ტყუპები შეერთებული

სიამის ტყუპების კლასიფიცირება ძირითადად შეერთების ადგილით ხდება. ეს ადგილი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ყველაზე ხშირი ვარიანტებია:
  • გულმკერდი. გულმკერდით შეერთებული სიამის ტყუპები ყველაზე ხშირად გვხვდება. მათ საერთო გული და შესაძლოა, ღვიძლიც და ზედა ნაწლავიც აქვთ.
  • ჭიპი. ზოგიერთი სიამის ტყუპი ჭიპთანაა შეერთებული. მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ღვიძლი ან ნაწლავების ნაწილები. ამ ტიპის სიამის ტყუპებს, ძირითადად, არ აქვთ საერთო გული.
  • ხერხემლის ბოლო. სიამის ტყუპები, რომლებიც ხერხემლის ბოლო ნაწილით არიან დაკავშირებული, ძირითადად ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დგანან. ზოგიერთ მათგანს აქვს საერთო ნაწლავების ნაწილები, ცოტას აღენიშნება შარდ–სასქესო სისტემის საერთო მდებარეობაც.
  • მენჯი. ასეთ სიამის ტყუპებს ხშირად საერთო აქვთ ქვედა მომნელებელი სისტემა, ღვიძლი და საშარდე სისტემის ორგანოები. თითოეულ ტყუპს შესაძლოა ჰქონდეს ორივე ფეხი მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ტყუპებს მხოლოდ 1 წყვილი ქვედა კიდური ან შეერთებული ფეხი აქვთ.
  • თავი. თავით შეერთებული სიამის ტყუპები იზიარებენ თავის ქალას ნაწილს და სავარაუდოდ, ტვინის ქსოვილის ნაწილსაც. ეს შესაძლოა მოიცავდეს თავის ტვინის ქერქს, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს მეხსიერების, მეტყველებისა და აღქმის პროცესებში.

იშვიათად, ტყუპები შესაძლოა ასიმეტრიულად იყვნენ შეკავშირებული–ერთ–ერთ ტყუპს მცირე ზომის ორგანოები და სხეული ჰქონდეს, ხოლო მეორეს–უფრო დიდი (პარაზიტული ტყუპები).
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა