ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უშვილობა
უკან
დაავადების აღწერა
თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ცდილობით ბავშვის გაჩენას, მაგრამ გიჭირთ, თქვენ არ ხართ მარტო. ამერიკაში წყვილებს 10-15% აწუხებს უშვილობის პრობლემა. უშვილობა განმარტებულია, როგორც დაორსულების შეუძლებლობა ერთი ან მეტი წლის განმავლობაში (ზოგ შემთხვევაში 6 თვის) ხშირი, დაუცველი სექსის შემთხვევაში.

უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ერთი პრობლემა თქვენში ან თქვენს პარტნიორში, თუმცა მიზეზი აგრეთვე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა იყოს, რომელთა შედაგადაც არ ვითარდება ან ნაადრევად წყდება ორსულობა. საბედნიეროდ, უშვილობის დასაძლევად მრავალ უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მიეთოდი არსებობს. ამ მკურნალობის შედეგად საგრძნობლად იზრდება დაორსულების შანსი.
გამომწვევი მიზეზი
დაორსულებისთვის აუცილებელია ოვულაციისა და განაყოფიერების პროცესები სწორად წარიმართოს. ზოგი წყვილის შემთხვევაში უშვილობა შეიძლება თანდაყოლილი იყოს ან ცხოვრების განმავლობაში განვითარდეს.

უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ერთ ან ორივე პარტნიორში. ზოგადად:

  • შემთხვევების 1/3-ში უშვილობის მიზეზი მამაკაცშია.
  • შემთხვევების 1/3-ში უშვილობის მიზეზი ქალშია.
  • დანარჩენ შემთხვევებში, მიზეზი ან ორივე პარტნიორშია, ან ვერ დგინდება

მამაკაცის უშვილობის მიზეზები


მამაკაცის უშვილობების მიზეზია:

  • სპერმის პათოლოგიური წარმოქმნა ან ფუნქცია, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა პრობლემებით, მაგალითად სათესლეების ჩამოუსვლელობით, გენეტიკური დეფექტებით, დიაბეტით, გადატანილი ინფექციებით (ჩუთყვავილა), ტრავმით ან სათესლეებისა და საზარდულის არეში ოპერაციით. სათესლის ვენების გაგანიერებას შეუძლია გაზარდის სისხლის მიმოქცევა და ტემპერატურა, რაც შეცვლის სპერმის ფორმასა და რაოდენობას.
  • სპერმის გამონთავისუფლების პრობლემები, რომელბიც გამოწვეულია სქესობრივი პრობლემებით, რომელთა შორისაა ნაადრევი ეაკულაცია, ორგაზმის დროს სპერმის პენისის ნაცვლად შარდის ბუშტში გადასვლა, ზოგიერთი გენეტიკური დაავადება (კისტური ფიბროზი), სტრუქტურული პრობლემები (სათესლის სპერმის შემცვლელი ნაწილის დახშობა) და რეპროდუქციული ორგანოების ტრავმა ან დაზიანება. კაცებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაზექტომია, დასჭირდებათ ან ვაზექტომიის გაუქმება, ან სპერმის ხელოვნური ქირურგიული გზით მოპოვება.
  • ზოგიერთ ნაერთთან ან ტოქსინთან კონტაქტი. მათ შორისაა: პესტიციდები, რადიაცია, თამბაქოს ბოლი, ალკოჰოლი, მარიხუანა და სტეროიდები (მათ შორის ტესტოსტერონი). მაღალ ტემპერატურასთან ხშირ კონტაქტს, მაგალითად საუნაში და ცხელ აბაზანაში ყოფნას, შეუძლია გაზარდოს სათესლის ტემპერატურა და ხელი შეუშალოს სპერმის წარმოქმნას.
  • სიმსივნისა და მისი მკურნალობის (რადიაცია, ქიმიოთერაპი) მიერ გამოწვეული დაზიანება. სიმსივნის მკურნალობას შეუძლია შეამციროს სპერმის პროდუქცია, ხანდახან მწვავედ. სიმსივნის გამო ერთერთი სათესლის ამოკვეთას აგრეთვე შეუძლია უშვილობის გამოწვევა.

ქალების უშვილობის მიზეზები


ქალების უშვილობის მიზეზებია:

  • ოვულაცია დარღვევები, რომლებიც ხელს უშლიან საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამონთავისუფლებას. ამის მაგალითებია ჰორმონული დარღვევები, როგორებიცაა საკვერცხის პოლიკისტური სინდრომი, მდგომარეობა, რომლის დროსაც საკვერცხეები ჭარბად გამოიმუშავებენ მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონს, და პროლაქტინემია, როდესაც არის დედის რძის გამომამუშავებელი ჰორმონის, პროლაქტინის სიჭარბე. სხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული ვარჯიში, კვებითი აშლილობება, ტრავმა და სიმსივნე.
  • საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, მათ შორის საშვილოსნოს ყელის და ლორწოვანის პრობლემები და საშვილოსნოს ზომის და ფორმის დარღვევები. ქალებში გავრცელებულ საშვილოსნოს კედლის სიმსივნეს (საშვილოსნოს ფიბროიდები)
  • იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა ფალოპის მილების დახშობის გზით. უფრო ხშირად, ეს სიმსივნეები საშვილოსნოს ღრუს ცვლიან და ხელს უშლიან განაყოფიერებული უჯრედის ჩამყნობას.
  • ენდომეტრიოზი, რომელიც ვითარდება, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი ჩაიზრდება და გავრცელდება საშვილოსნოს გარეთ. ამ დროს ხშირად ზიანდება საკვერცხის ფუნქცია, საშვილოსნო და ფალოპის მილები.
  • საკვერცხის პირველადი უკმარისობა, აგრეთვე ცნობილი, როგორც ნაადრევი მენოპაუზა. ამ დროს საკვერცხეების მუშაობას წყვეტენ 40 წლამდე და ვითარდება მენოპაუზა. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი მდგომარეობა დაკავშირებულია ნაადრევ მენოპაუზასთან. ესენია იმუნური სისტემის დაავადებები, რადიაციული ან ქიმიოთერაპიული მკურნალობა და თამბაქოს მოწევა.
  • მენჯის ინფექციის, აპენდიციტის და მუცლის ან მენჯის ოპერაციების შემდეგ განვითარებული შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბური, რომელიც ერთმანეთთან აწებებს ორგანოებს.

ქალებში სხვა მიზეზებია:

  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ზედმეტ ან არასაკმარისი რაოდენობის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მენსტრუალურ ციკლზე და გამოიწვიოს უშვილობა.
  • სიმსივნე და მისი მკურნალობა. ზოგიერთ სიმსივნეს, განსაკუთრებით ქალის სასქესო სისტემის სიმსივნეებს, დიდი ეფექტი აქვთ ჩასახვის უნარზე. რადიაციას და ქიმიოთერაპიას შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა.
  • სხვა მდგომარეობები. სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია დაგვიანებულ გარდატეხის ასაკთან და მენსტრუალური ციკლის არარსებობასთან (ამენორეა), მაგალითად ცელიაკია, კუშინგის დაავადება, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, თირკმლის დაავადება და დიაბეტი, ზეგავლენას ახდენენ ქალის ჩასახვის უნარზე. გენეტიკურ პათოლოგიებს აგრეთვე შეუძლიათ გააძნელონ ჩასახვა და დაორსულება.
  • ზოგიერთი მედიკამენტი. დროებითი უშვილობა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებისას. უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ უშვილობა ქრება.
სიმპტომები
უმეტესი წყვილი ახერხებს ბავშვის ჩასახვას მცდელობის დაწყებიდან პირველ 6 თვეში. წყვილების 90% წარმატებას აღწევს 12 თვის შემდეგ, ხოლო ადრე თუ გვიან ამას წყვილების უმეტესობა ახერხებს.

უშვილობის ძირითადი ნიშანია დაორსულების შეუძლებლობა. შეიძლება მეტი სიმპტომი არ ვლინდებოდეს.

ზოგ შემთხვევაში, უშვილო ქალს შეიძლება ჰქონდეს არარეგულარული პერიოდები ან საერთოდ არ ჰქონდეს ისინი. უშვილო კაცს შეიძლება ჰორმონალური ცვლილების ნიშნები ჰქონდეს, მაგალითად თმის ზრდის და სქესობრივი ფუნქციის ცვლილებები, ლიბიდოს დაქვეითება და ეაკულაციის პრობლემები. მას აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს პატარა სათესლეები ან სათესლე პარკის შესიება.

როდის მივმართოთ ექიმს

დაფიქრდეთ ექიმთან კონსულტაციაზე თუ თქვენ და თქვენ პარტნიორი ერთი წელზე მეტია ცდილობთ ჩასახვას. უფრო მალე ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ქალი და:

  • ხართ 35-40 წლის და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეზე მეტია
  • ხართ 40 წელს ზემოთ
  • გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია ან არ გაქვთ იგი
  • უკვე გაქვთ უშვილობის პრობლემები
  • დასმული გაქვთ ენდომეტრიოზის ან მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი
  • გქონიათ ერთზე მეტი მუცლის მოშლა
  • ნამკურნალები გაქვთ სიმსივნეზე

თუ ხართ კაცი, მიდით გამოკვლევაზე უფრო მალე, თუ თქვენ:

  • გაქვთ სპერმის დაქვეითებული რაოდენობა ან სპერმასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა
  • გაქვთ სათესლე პარკის შესიება (ვარიკოცელე)
  • ჩატარებული გაქვთ ვაზექტომია
  • ჩატარებული გაქვთ სათესლე პარკის ან საზარდულის ოპერაცია
  • გაქვთ პატარა სათესლეები ან სქესობრივი ფუნქციის პრობლემები
  • ჩატარებული გაქვთ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა
  • სურვილი გაიგოთ ხართ თუ არა უშვილო