ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წინაგულების ფიბრილაცია
უკან
დაავადების აღწერა

წინაგულების ფიბრილაცია არის არარეგულარული და სწრაფი გულისცემა, რომელიც იწვევს სხეულის სიხლით არასაკმარის მომარაგებას.

წინაგულების ფიბრილაციის დროს, გულის ზედა ორი საკანი (წინაგულები) ცემს ქაოტურად და არარეგულარულად- გულის ქვედა ორ საკანთან(პარკუჭებთან) კოორდინირების გარეშე. წინაგულების ფიბრიილაციის იმპტომები შესაძლოა იყოს გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა და სისუსტე.

წინაგულების ფიბრილაცია შეიძლება იყოს ეპიზოდური, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ თავად წინაგულების ფიბრილაცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და ხანდახან საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახამრებას. მას ახლავს გართულებები. წინაგულების ფიბრილაციის შედეგად გულში შეიძლება ჩამოყალიბდეს სისხლის კოლტები, რომლებიც გადადიან სისხლის მიმოქცევაში და მიემართბიან სხვადასხვა ორგანოებისაკენ. ეს პროცესი იწვევს სისხლის დინების დაბლოკვას(იშემია)

წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური ან ინტერვენციული რათა დარეგულირდეს გულის ელექტრული სისტემა

გამომწვევი მიზეზი

წინაგულების ფიბრილაცია არის არარეგულარული და ხშირად სწრაფი გულისცემა, რომლის დროსაც გულის ზედა ორ საკანში (წინაგული) ქაოტური ელექტრული სიგნალები წარმოიქმნება

გული შედგება ოთხი საკნისგან - ორი ზედა საკანი (წინაგულები) და ორი ქვედა საკანი (პარკუჭები). გულის ზედა მარჯვენა საკანში (მარჯვენა წინაგული) მდებარეობს უჯრედების გროვა რომელსაც სინუსური კვანძი ეწოდება. სინუსური კვანცი გულის ბუნებრივი ელექტროკარდიოსტიმულატორია. სინუსური კვანძი წარმოქმნის იმპულსებს, რომლებიც ნორმის შემთხვევაში თითოეულ გულისცემას წინ უძღვის და აძლევს ბიძგს.

ნორმის შემთხვევაშიუ, იმპულსი თავდაპირველად მოძრაობს წინაგულებში და შემდგომ გადადის ზედა და ქვედა საკნების დამაკავშირებელ გზაზე, რომელსაც ატრიოვენტრიკულური კვანძი ეწოდება. სინუსური კვანძიდან წინაგულებში გადასული სიგნალის შედეგად წინაგულები იკუმშება და ტყორცნის სისხლს პარკუჭებში. როდესაც სიგნალი გადადის ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით პარკუჭებში, ეს უკანასკნელი იკუმშება და ტყორცნის სისხლს მთელ ორგანიზმში.

წინაგულების ფიბრილაციის დროს, გულის ზედა ორ საკანში(წინაგულები) აღინიშნება ქაოტური ელექტრული სიგნალები. შედეგად წინაგულები თრთოლავენ. ატრიოვენტრიკულური კვანძი - ელექტრული კავშირი წინაგულებს და პარკუჭებს შორის- ქაოტურად იღებს იმპულსებს და ცდილობს გადაიტანოს ისინი პარკუჭებში. პარკუჭები ასევე სწრაფად ცემენ, თუმცა არა ისე როგორც წინაგულები, რადგან ყველა იმპულსი პარკუჭებამდე არ აღწევს. ამის მიზეზეი შემდეგია: ატრიოვენტრიკულურ კვანძს არ შეუძლია გარკვეული რაოდენობის იმპულსზე მეტის გატარება მოკლე ინტერვალით, ამიტომ გატარებული იმპულსები დროსა და რაოდენობაში შეზღუდულია.

შედეგი არის სწრაფი და არარეგულარული გულის რითმი. გულისცემა წინაგულების ფიბრილაციის დროს შეიძლება მერყეობდეს 100-175 დარტყმამდე წუთში. გულისცემის ნორმალური ფარგლები მოიცავს 60-100 დარტყმას წუთში

წინაგულების ფიბრილაციის შესაძლო მიზეზები

გულის სტრუქტურის დაზიანებები ან პათოლოგიები არის წინაგულების ფიბრილაციის ყველაზე ხშირი მიზეზი. წინაგულების ფიბრილაციის შესაძლო მიზეზები:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • გულის შეტევები
  • კორონარული არტერიების დაავადება
  • გულის პათოლოგიური სარქველები
  • გულის თანდაყოლილი დეფექტები (კონგენიტალური)
  • ჰიპერაქტიური თიროიდის ჯირკვალი ან სხვა მეტაბოლური იმბალანსი
  • შეხება სტიმულანტებთან, როგორებიცაა მედიკამენტები, კოფეინი, თამბაქო, ალკოჰოლი
  • სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი - გულის ბუნებრივი ელექტროკარდიოსტიმულატორის არასათანადო ფუნქციონირება
  • ფილტვის დაავადებები
  • გულის გადატანილი ქირურგიული ოპერაციები
  • ვირუსული ინფექციები
  • პნევმონიით, ქირურგიული ოპერაციით ან რაიმე სხვა დაავადებით გამოწვეული სტრესი
  • ძილის აპნოე

ზოგიერთ პაციენტს წინაგულების ფიბრილაციასთან ერთად არ აქვს გულის რაიმე სხვა დეფექტი ან დაზიანება. ამ მდგომარეობას წინაუგლების განმარტოებული ფიბრილაცია ეწოდება. წინაგულების განმარტოებული ფიბრილაციის მიზეზები უცნობია, მისი გართულებები იშვიათია

წინაგულების თრთოლვა

წინაგულების თრთოლვა გავს წინაგულების ფიბრილაციას, თუმცა თრთოლვის დროს რითმი უფრო ორგანიზებული და ნაკლებად ქაოტურია. ხშირად წინაგუელბის თრთოლვა ხშირად გადადის ფიბრილაციაში და პირიქით

წინაგულების თრთოლვისა და ფიბრილაციის მიზეზები, სიმპტომები და რისკ ფაქტორები მსგავსია. მაგალითდ, წინაგულების თრთოლვის დროს ინსულტი ასევე საგულისხმოა, როგორც ფიბრილაციის დროს. წინაგულების თრთოლვა, ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, ისევე როგორც ფიბრილაცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

სიმპტომები

წინაგულების ფიბრილაციის დროს გული არ იკუმშება ეფექტურად. ამ დროს გულს არ შეუძლია გადატყორცნოს საკმარისი სისხლი სხეულში.

ზოგიერთ პაციენტის შემთხვევაში წინაგულების ფიბრილაცია ასიმპტომატურად მიმდინარეობს, მათ არ იციან მდგომარეობის შესახებ იქამდე, სანამ მისი აღმოჩენა არ ხდება ფიზიკური შემოწმების დროს. წინაგულების ფიბრილაციის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ფრიალი, რის დროსაც პაციენტი გრძნობს არაკომფორტულ, არარეგულარულ გულისცემას ან ხტუნაობის შეგრძნებას მკერდის არეში
  • სისუსტე
  • ვარჯიშის შემცირებული შესაძლებლობა
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • თავბრუსხვევა
  • დაბნეულობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მკერდის ტკივილი

წინაგულების ფიბრილაცია შეიძლება იყოს:

  • შემთხვევითი. ამ შემთხვევაში ფიბრილაციას პაროქსიზმული ეწოდება. თქვენ შესაძლოა გქონდეთ სიმპტომები, რომლებიც გრძელდება რამოდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში და ჩერდება თავისით.
  • პერსისტენტული. წინაგულების ფიბრილაციის ამ ფორმის დროს, გულის რითმი თავისით არ ნორმალიზირდება. თუ თქვენ გაქვთ პერსისტენტული წინაგულების ფიბრილაცია, თქვენ გესაჭიროებათ მკურნალობა, როგორიცაა ელექტრული შოკი ან მედიკამენტები რათ აღსდგეს გულის ნორმალური რითმი.
  • პერმანენტული. წინაგულების ფიბრილაციის ამ ფორმის დროს, გულის ნორმალური რითმის აღდგენა შეუძლებელია. თქვენ მუდმივად გექნებათ ეს მდოგმარეობა და ხშირად დაგჭირდებათ მედიკამენტები, რათა აკონტროლოთ გულისცემა. წინაგულების პერმანენტული ფრიალის მქონე პაციენტებს დასჭირდებათ სისხლის გამათხელებლები რათ თავიდან აირიდონ სისხლის კოლტები

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღნიშნავტ წინაგულების ფიბრილაციის რაიმე სიმტპომს, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს ელექტროკარდიოგრამა რათ დაადგინოს, არის თუ არა თქვენი სიმპტომები დაკავშირებული წინაგულების ფიბრილაციასთან ან გულის რითმის რაიმე სხვა დაავადებასთნ(არითმიებთან)

თუ თვენ განიცდით მკერდის ტკივილს, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახამრება. მკერდის ტკივილი შესაძლოა გულის შეტევაზე მიუთითებდეს.

04
08.2020
სოფელ ვაჩნაძიანში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა ჯგუფი გასვლითი აქციის ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანს ეწვია, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა