ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტაქიკარდია
უკან
დაავადების აღწერა
ტაქიკარდია არის გულის შეკუმშვათა გახშირება ნორმაზე მეტად. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა მოსვენების დროს წუთში 60-100 უდრის. ტაქიკარდიის დროს გულის ზედა, ქვედა ან ორივე საკნებში გაზრდილია გულისცემის სიხშირე.

გულის ცემა კონტროლირდება ელექტრული სიგნალებით. ტაქიკარდია ვითარდება, როდესაც გულის რაიმე პათოლოგია წარმოქმნის სწრაფ ელექტრულ სიგნალებს.

ზოგიერთ შემთხვევაში ტაქიკარდია არ იწვევს სიმპტომებს და გართულებებს. ზოგჯერ ტაქიკარდიამ შეიძლება ხელი შეუშალოს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და გაზარდოს ინსულტის რისკი ან გამოიწვიოს გულის უეცარი გაჩერება ან სიკვდილი.

მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ტაქიკარდიის და მისი გამომწვევი დაავადებების მართვა.
გამომწვევი მიზეზი
ტაქიკარდიას იწვევს ისეთი პათოლოგიები, რომლებიც არღვევენ გულის ნორმალურ იმპულსებს. ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს გულის ელექტრულ სისტემაში დარღვევები. ეს ფაქტორებია:

  • გულის დაავადების გამო გულის ქსოვილის დაზიანება
  • პათოლოგიური იმპულსის კერების არსებობა
  • გულის დაავადება ან თანდაყოლილი პათოლოგია
  • ანემია
  • ვარჯიში
  • უეცარი სტრესი, მაგალითად შიში
  • სისხლის მაღალი წნევა
  • მოწევა
  • ტემპერატურის მომატება
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება
  • კოფეინის შემცვლელი სასმელის ჭარბი მიღება
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები
  • ნარკოტიკების, მაგალითად კოკაინის გამოყენება
  • ელექტროლიტების დისბალანსი. ელექტროლიტები საჭიროა ელექტრული იმპულსების გატარებისთვის.
  • ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოდიზმი)
ზოგიერთ შემთხვევაში ტაქიკარდიის მიზეზი ვერ დგინდება.

გულის ელექტრული სისტემა

გული შედგება ოთხი საკნისგან: ორი ზედა საკანი (წინაგული) და ორი ქვედა (პარკუჭი). გულის რიტმს მართავს ბუნებრივი პეისმეიკერი (სინუსური კვანძი), რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსური კვანძი წარმოქმნის ელექტრულ იმპულსებს, რომლის შედეგადაც აღმოცენდება თითოეული გულისცემა.

სინუსური კვანძიდან ელექტრული იმპულსები ვრცელდება წინაგულების გასწვრივ, რაც იწვევს წინაგულების შეკუმშვას და სისხლის პარკუჭებში გადასროლას.

ელექტრული იმპულსების შემდეგ მიდის ატრიოვენტრიკულურ კვანძში, რომელიც ნორმაში არის ერთადერთი გამტარი გზა წინაგულიდან პარკუჭამდე.

ატრიოვენტრიკულური კვანძი აყოვნებს იმპულსს სანამ მას პარკუჭებს გადასცემს. ეს დაყოვნება ხელს უწყობს პარკუჭების სრულად ავსებას. როდესაც ელექტრული იმპულსები მიაღწევს პარკუჭის კუნთებს, ისინი იკუმშებიან და გადაისვრიან სისხლს ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებში.

ტაქიკარდიის ფორმები

ტაქიკარდია ვითარდება, როდესაც ელექტრული სიგნალების პრობლემის გამო გულისცემა ნორმაზე სწრაფია. ტაქიკარდიის ხშირი ფორმებია:

  • წინაგულების ფიბრილაცია. წინაგულების ფიბრილაცია არის გახშირებული გულისცემა, რომელიც გამოწვეულია წინაგულის ქაოსური ელექტული იმპულსებით. ეს იმპულსები იწვევს წინაგულის სწრაფ, შეუთანხმებელ, სუსტ შეკუმშვებს.
  • ქაოტური ელექტრული სიგნალები ტვირთავენ ატრიოვენტრიკულურ კვანძს, რაც იწვევს პარკუჭებს არარეგულარულ, სწრაფ რიტმს. წინაგულების ფიბრილაცია შეიძლება დროებითი იყოს, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი მკურნალობას საჭიროებს.
  • წინაგულების ფიბრილაციის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს გულის სტრუქტურული პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია გულის დაავადებასთან ან სისხლის მაღალ წნევასთან. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ წინაგულების ფიბრილაციას, არის გულის სარქვლოვანი დაავადება, ჰიპერთირეოიდიზმი და ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება
  • წინაგულების თრთოლვა. წინაგულების თრთოლვის დროს, წინაგულები იკუმშებიან ძალიან სწრაფად, მაგრამ რეგულარულად. წინაგულების თრთოლვას იწვევს წინაგულების გამტარი გზების დარღვევა.
  • სწრაფი რიტმი იწვევს წინაგულების სუსტ შეკუმშვას. ატრიოვენტრიკულურ კვანძში სწრაფი იმპულსები იწვევენ პარკუჭების სწრაფ და ხანდახან არათანაბარ რიტმს. წინაგულების თრთოლვის ეპიზოდი შეიძლება თავისით გაქრეს ან მკურნალობას საჭიროდებდეს.
  • წინაგულების თრთოლვის მქონე ადამიანებს დროის რაღაც მომენტში აგრეთვე უვითარდებათ წინაგულების ფიბრილაცია.
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია აღმოცენდება პარკუჭების ზემოთ და გამოწვეული გულის გამტარი გზების პათოლოგიით, რომელიც ხშირად თანდაყოლილია და ქმნის ერთმანეთის მფარავ სიგნალებს.
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ერთ-ერთი ფორმის დროს, ატრიოვენტრიკულური კვანძის პათოლოგიამ შეიძლება ელექტრული სიგნალი ორად გაყოს, რომელთაგან ერთი პარკუჭში, ხოლო მეორე წინაგულში წავა.
  • კიდევ ერთი ხშირი პათოლოგიაა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის დამატებითი გამტარი გზის არსებობა, რომელიც გვერდს უვლის ატრიოვენტრიკულურ კვანძს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიგნალის ერთ გამტარ გზაში დაღმავალი, ხოლო მეორეში აღმავალი მოძრაობა. ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომის დროს ვითარდება დამატებითი გამტარი გზა.
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პარკუჭოვანი ტაქიკარდია არის გულის სწრაფი რიტმი რომელიც ვითარდება პარკუჭებში აღმოცენებული პათოლოგიური იმპულსების გამო. სწრაფი გულისცემის გამო პარკუჭები სათანადოდ არ ივსება და იკუმშება. პარკუჭოვანი ტაქიკარდია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
  • პარკუჭების ფიბრილაცია. პარკუჭების ფიბრილაცია ვითარდება როდესაც სწრაფი, ქაოტური იმპულსების გამო პარკუჭების სისხლის გადასროლის ნაცვლად 'კანკალებენ'. ეს სერიოზული მდგომარეობა შეიძლება სასიკვდილო იყოს თუ გულის ნორმალური რიტმი რამდენიმე წუთში არ აღდგება.

პარკუჭების ფიბრილაციის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ გულის დაავადება ან გადატანილი აქვთ სერიოზული ტრავმა, მაგალითად ელვის დარტყმა.
სიმპტომები
როდესაც გულისცემა ძალიან სწრაფია, გულმა შეიძლება ვერ მოახერხოს სისხლის ეფექტურად გადასროლა მთელ ორგანიზმში. შედეგად ორგანოებს და ქსოვილებს მოაკლდებათ ჟანგბადი. ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ტაქიკარდიასთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები:
  • თავბრუსხვევა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • სწრაფი პულსი
  • გულის ფრიალი (არასასიამოვნო, არარეგულარული გულისცემა და გულის ფრიალის შეგრძნება)
  • მკერდის ტკივილი
  • გულის წასვლა

ზოგიერთ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და მდგომარეობის აღმოჩენა ხდება ფიზიკური გამოკვლევის ან ელექტროკარდიოგრამის გადაღების დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება და ტაქიკარდიის სიმპტომები. მნიშვნელოვანია სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დასმა. მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ტაქიკარდიის სიმპტომები.

რამდენიმე წუთზე ხანგრძლივი გულის წასვლის, სუნთქვის გაძნელების ან მკერდის ტკივილის შემთხვევაში დარეკეთ სასწრაფოში.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა