ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტენდინიტი
უკან
დაავადების აღწერა
ტენდინიტი არის ძვლისასა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება. ეს მდგომარეობა იწვევს ტკივილს და მგრძნობელობის მომატებას სახსრის სიახლოვეს.

ტენდინიტი შეიძლება სხეულის ნებისმიერ მყესში განვითარდეს, თუმცა იგი უფრო ხშირია მხრის, იდაყვის, მაჯის, მუხლის და ქუსლის მყესებში.

გავრცელებული ტენდინიტები ცნობილია შემდეგი სახელებით:

  • ჩოგბურთელის იდაყვი
  • გოლფის მოთამაშის იდყვი
  • ბურთის მიმწოდებლის მხარი
  • მოცურავის მხარი
  • მხტუნავის მუხლი


თუ ტენდინიტი მწვავე და იწვევს მყესის გაგლეჯვას, შეიძლება დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევა. ტენდინიტების უმეტესობა განკურნებადია დასვენებით, ფიზიკური თერაპიით და ტკივილგამაყუჩებლებით.
გამომწვევი მიზეზი
ტენდინიტი შეიძლება გამოიწვიოს უეცარმა ტრავმამ, თუმცა მისი უფრო ხშირი მიზეზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმეორებითი მოძრაობებია. ადამიანების უმეტესობას უვითარდება ტენდინიტი იმის გამო, რომ მათი სამსახური ან ჰობი მოითხოვს განმერორებით მოძრაობებს, რაც აზიანებს მყესს.

სწორი ტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტში ან სამსახურში განმეორებითი მოძრაობის შესრულებისას. არასწორმა ტექნიკამ შეიძლება გადატვირთოს მყესი (მაგ. ჩოგბურთელის იდაყვი) და გამოიწვიოს ტენდინიტი.
სიმპტომები
ტენდინიტის ნიშნები და სიმპტომები ვითარდება მყესის ძვალვთან მიმაგრების ადგილას: 

  • ყრუ ტკივილი, განსაკუთრებით დაზიანებული კიდურის ან სახსრის გამოძრავებისას
  • მგრძნობელობის მომატება
  • მსუბუქი შეშუპება


როდის მივმართოთ ექიმს

ტენდინიტების უმეტესობას თვითმკურნალობაზე მეტი არ სჭირდება. მიმართეთ ექიმს, თუ ნიშნები და სიმპტომები რამდენიმე დღეში არ გაქრა და ისინი გიშლიან ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა