ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სათესლის შემოგრეხა
უკან
დაავადების აღწერა
სათესლის შემოგრეხა ვითარდება როდესაც სათესლის მოძრაობის გამო სათესლე ბაგირაკი იხლართება. სათესლე ბაგირაკი სათესლეს სისხლით ამარაგებს, რის გამოც მისი შემოგრეხა იწვევს უეცარ, მწვავე ტკივილს და შეშუპებას.

სათესლის შემოგრეხა ყველაზე ხშირია 12-16 წლის ასაკში, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, დაბადებამდეც კი.

სათესლის შემოგრეხა გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვს. სწრაფი ჩარევის შემთხვევაში ხერხდება სათესლის გადარჩენა. როდესაც სისხლის მიმოქცევა ხანგრძლივად წყდება, სათესლე შეიძლება იმდენად დაზიანდეს, რომ მისი ამოკვეთა გახდეს საჭირო.
გამომწვევი მიზეზი
სათესლის შემოგრეხა ვითარდება როდესაც სათესლე ბაგირაკი შემოეხვევა სათესლე ჯირკვალს. სათესლე ბაგირაკს მუცლიდან მიაქვს სისხლი სათესლეში. ერთზე მეტი შემოხვევის შემთხვევაში სისხლის მიმოქცევა შეწყვეტა უფრო მწვავე, დაზიანება კი უფრო სწრაფი იქნება.

უცნობია რატო ვითარდება სათესლის შემოგრეხა. ადამიანების უმეტესობას, ვისაც ემართება სათესლის შემოგრეხა, აქვთ თანდაყოლილი ნიშანი, რომელიც საშუალებას აძლევს სათესლეს თავისუფლად იმოძრავოს სათესლე პარკში. ეს თანდაყოლილი მდგომარეობა ვითარდება ორივე სათესლეში, თუმცა მის მქონე ყველა მამაკაცს არ უვითარდება სათესლის შემოგრეხა.
სიმპტომები
სათესლის შემოგრეხის ნიშნები და სიმპტომებია:

  • უეცარი, მწვავე ტკივილი სათესლე პარკში. სათესლე პარკი არის კანის ჩანთა, რომელშიც მდებარეობს სათესლე ჯირკვლები
  • სათესლე პარკის შეშუპება
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა და პირღებინება
  • სათესლე, რომელიც ნორმაზე მაღლა ან უცნაური კუთხით მდებარეობს
  • მტკივნეული შარდვა
  • ტემპერატურის მომატება


პატარა ბიჭებს სათესლის შემოგრეხის დროს ხშირად ძილში ეღვიძებათ სათესლე პარკში ტკივილის გამო.

როდის მივმართოთ ექიმს

სათესლის უეცარი ან მწვავე ტკივილის დროს დარეკეთ სასწრაფოში. დროული მკურნალობა გადაარჩენს სათესლე ჯირკვალს სათესლის შემოგრეხის შემთხვევაში.

აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ გქონდათ სათესლის ტკივილი, რომელმაც გადაგიარათ. ამ დროს შეიძლება მომხდარიყო სათესლის შემოგრეხვა და შემდეგ ნორმალურ პოზიციაში დაბრუნება. ხშირად ამ მდგომარეობის ხელახლა განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭირო ხდება ოპერაციის ჩატარება.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა