ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზარმაცი თვალი (ამბლიოპია)
უკან
დაავადების აღწერა

ზარმაცი თვალი (ამბლიოპია) ჩვილობის და ადრეული ბავშვობის პერიოდში მხედველობის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამბლიოპია ძირითადად ერთ თვალზე ვრცელდება, შესაძლებელია ორივე თვალის ჩართულობაც. ზარმაცი თვალი ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მკურნალობის გარეშე, მხედველობის დაქვეითება მსუბუქი ან მძიმე შეიძლება იყოს.

ამ დაავადების დროს, არ შეინიშნება თვალსაჩინო პათოლოგია თვალზე. დაზიანებულია თავის ტვინისა და თვალის დამაკავშირებელი ნერვული გზა. შედეგად, თავის ტვინი სიგნალს ცალი თვალიდან იღებს, მეორე თვალიდან კი ნაკლებად. მეორე, "სუსტი" თვალი კარგავს ნორმალური კოორდინირების უნარს და უმიზნოდ მოძრაობს. შედეგად, ტვინი საერთოდ აღარ იღებს სიგნალს ზარმაცი თვალიდან.

ექიმები ზარმაც თვალს მკურნალობენ მედიკამენტების, სათვალის, ლინზების გამოყენებით. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევაც.

გამომწვევი მიზეზი
ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აქვეითებს მხედველობას და იწვევს თვალების კოორდინაციას, შესაძლოა ასოცირებული იყოს ზარმაც თვალთან. ხშირი მიზეზებია:

  • სტრაბიზმი. ზარმაცი თვალის ყველაზე ხშირი მიზეზი სტრაბიზმია– თვალების მოძრავი კუნთების დისბალანსი. ეს დისბალანსი იწვევს თვალების მოძრაობის დისკოორდინაციას, ამიტომ თვალები მოძრაობენ ერთმანეთთან კავშირის გარეშე.
  • ცალ თვალში ნორმალური ხედვის დაქვეითება. თუ ბავშვს აქვს კატარაქტა და შედეგად, დაბინდული მხედველობა, შესაძლოა განვითარდეს ზარმაცი თვალი იმ მხარეს.
  • რეფრაქტორული. ამ ტიპის ზარმაცი თვალი ვითარდება ორ თვალს შორის მხედველობის მნიშვნელოვან სხვაობაზე, ახლომხედველობის, შორსმხედველობის ან ასტიგმატიზმის გამო. ამ ტიპის პრობლემები ძირითადად ექვემდებარება სათვალით ან კონტაქტური ლინზებით გამოსწორებას.

ზოგჯერ, თვალის უჩვეულო მოძრაობა თვალის სიმსივნის პირველი ნიშანია.
სიმპტომები
ზარმაცი თვალის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თვალის უმიზნო მოძრაობა შიდა ან გარე მიმართულებით
  • თვალების კოორდინაციის დარღვევა
  • სიღრმის აქმის დაქვეითება

მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი თვალი უმეტესად ერთ თვალს ეხება, შესაძლებელია ორივე თვალის ჩართულობაც. ზოგჯერ, ეს დიაგნოზი არ ვლინდება თვალის კვლევის დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

ბავშვის რუტინული, რეგულარული გამოკვლევის დროს ტარდება მხედველობის კვლევებიც, განსაკუთრებით თუ ოჯახში არსებობს კატარაქტების, სიელმის და სხვა დგომარეობის ისტორია. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის ერთი თვალი მოძრაობს უცნაურად, დაბადებიდან 1 კვირის შემდეგ, ესაუბრეთ ექიმს.

სიტუაციიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან ან თვალის სხვა სპეციალისტთან. ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს მხედველობის რეგულარული გამოკვლევა 3 დან 5 წლამდე ასაკში.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა