ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზრდის ტკივილები
უკან
დაავადების აღწერა
ზრდის ტკივილები აღწერილია, როგორც ტკივილი ან ფეთქვა ფეხებში, ხშირად ბარძაყის წინა ნაწილში, წვივებში ან მუხლების უკან. ზრდის ტკივილები ვითარდება ორივე ფეხში და უფრო ხშირად ღამით, რა დროსაც შეიძლება ბავშვი გააღვიძოს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტკივილებს ზრდის ტკივილები ეწოდება, არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ზრდა მტკივნეულია. ზრდის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ტკივილის სუსტ ამტანობასთან და, რიგ შემთხვევებში, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.

ზრდის ტკივილების სპეციფიური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. შეგიძლიათ ბავშვს უფრო კომფორტულად აგრძნობინოთ თავი მტკივნეული კუნთების მასაჟით და მათზე თბილი ნაჭრის დადებით.
გამომწვევი მიზეზი

ზრდის ტკივილების მიზეზი უცნობია. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბავშვის ზრდის პროცესი მტკივნეულია და ზრდის ტკივილება ძირითადად არ ვითარდება ბავშვის ნორმალური და სწრაფი ზრდის ეპიზოდების დროს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ზრდის ტკივილები დაკავშირებულია მოუსვენარი ფეხების სინდრომთან, თუმცა ყველაზე სავარაუდო მიზეზად დღის განმავლობაში კუნთების გადაღლაა მიჩნეული. ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა სირბილი, ცოცხვა ან ხტომა საკმაო ზეგავლენა აქვს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.

სიმპტომები
ზრდის ტკივილები ჩვეულებრივ იწვევენ ტკივილს ან ფეთქვას ფეხებში. ტკივილი ხშირად გვხვდება ბარძაყის წინა ნაწილში, წვივებში და მუხლების უკან. ხშირად ტკივილი ორივე ფეხშია. ზოგმა ბავშვმა ზრდის ტკივილის ეპიზოდის დროს შეიძლება აგრეთვე აღნიშნოს მუცლის ან თავის ტკივილი. ტკივილი ყოველდღე არ ვითარდება. იგი ხან ჩნდება, ხან ქრება.

ზრდის ტკივილები ხშირად იწყება გვიან შუადღეზე ან საღამოს დასაწყისში და დილისთვის ქრება. ხანდახან ტკივილმა შეიძლება ბავშვი ღამე გააღვიძოს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეწუხებული ხართ თქვენი ბავშვის ფეხის ტკივილით და ეს ტკივილი არის:

  • ხანგრძლივი
  • არ ქრება დილისთვის
  • იმდენად მწვავე, რომ ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ აქტივობებში
  • ლოკალიზებულია სახსრებში
  • დაკავშირებულია ტრავმასთან
  • თან ერთვის სხვა ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად შესიება, სიწითლე, მგრძნობელობის მომატება, ტემპერატურის მომატება, კოჭლობა, გამონაყარი, მადის დაკარგვა, სისუსტე ან დაღლილობა
  • დაკავშირებულია ტრავმასთან
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა