ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წამოქაფება (რეფლუქსი) ჩვილებში
უკან
დაავადების აღწერა

წამოქაფება ჩვილებში არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭამის შემდეგ ხდება კუჭის შიგთავის წამოქაფება.წამოქაფება ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო იშვიათი ხდება, 18 თვის ასაკის შემდეგ კი ნორმას აღარ მიეკუთვნება.

იშვიათ შემთხვევაში წამოქაფება შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების, მაგალითად გასტროეზოფაგეალური დაავადების, ალერგიის ან გაუვალობის ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი
ჩვილებში წამოქაფება მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული.

ჩვილებში, კუნთების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და საყლაპავს შორის და წარმოქმნის საყლაპავის ქვედა სფინქტერს, არასრულყოფილია, რაც საშუალებას აძლევს კუჭის შიგთავს დაბრუნდეს უკან. დროთა განმავლობაში ეს სფინქტერი მხოლოდ მაშინ გაიღება, როდესაც ბავშვი იკვებება, ხოლო სხვა დროს მტკიცედ დახურული იქნება და ხელს შეუშლის კუჭის შიგთავსის უკან მოძრაობას.

ბავშვების ხშირი წოლა ხელს უწყობს წამოქაფების განვითარებას. წამოქაფებას აგრეთვე ხელს უწყობს ბავშვების საკვებ რაციონში თხიერი საკვების სიჭარბე. ხანდახან კუჭში არსებული ჰაერის ბუშტუკები სითხის წამოქაფებას იწვევს. ხანდახან კი წამოქაფება შეიძლება სასმელის ძალიან სწრაფად დალევან გამოიწვიოს.

წამოქაფება ყველაზე ხშირად ჭამის შემდეგ ვითარდება, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითადეს დახველების, ტირილის ან გაჭინთვის შემდეგ.

იშვიათად, ჩვილებში წამოქაფება შეიძლება სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ესენია:

  • ალერგიული გასტროენტერიტი არის საკვებში შემავალი ნივთიერების აუტანლობა, ხშირად ძროხის რძეში არსებული ცილის
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება (გერდ) არის უფრო მწვავე მდგომარეობა, რომლის დროსაც მჟავის რეფლუქსი იწვევს საყლაპავი მილის ამომფენი გარსის გაღიზიანებას და დაზიანებას.
  • ეოზინოფილური ეზოფაგიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის თეთრი უჯრედები (ეოზინოფილები) გროვდებიან და იწვევენ საყლაპავის ამომფენი გარსის დაზიანებას.
  • ობსტრუქცია არის დახშობა ან შევიწროვება საყლაპავში (საყლაპავის სტრიქტურა) ან კუჭსა და ნაწლავებს შორის (პილორული სტენოზი).
სიმპტომები
წამოქაფება და პირღებინება ჩვილთა წამოქაფების ძირითადი სიმპტომებია. თუ ბავშვი ჯანმრთელია, კარგად გრძნობს თავს და კარგად მატულობს ზომაში, წამოქაფება სანერვიულო არ არის. დიდი ალბათობით ეს მდგომარეობა მალე გაქრება.

თქვენ ბავშვი შეიძლება შფოთავდეს ან არაკომფორტულად გრძნობდეს თავს, თუმცა ძალიან იშვიათია კუჭის წვენის ისეთი მჟავიანობა, რომელიც გააღიზიანებს საყლაპავს და ყელს, როგორც ეს ხდება მჟავის რეფლუქსის დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ პედიატრს, თუ:

  • ბავშვი არ იმატებს წონაში
  • ბავშვს აღენიშნება ძლიერი რეფლუქსი, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი დიდი სისწრაფით გამოდის პირიდან
  • ბავშვს აქვს მწვანე ან ყვითელი თხევადი ამონაღები მასა
  • ამონაღებ მასაში არის სისხლი ან ყავის მარცვლების მსგავსი მატერია
  • ბავშვი უარს ამბობს საკვებზე
  • განავალი არის სისხლიანი
  • ბავშვს აქვს სუნთქვის უკმარისობა
  • 6 თვის შემდეგ იწყებს პირღებინებას

ზოგიერთი ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე, მაგალითად გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადებაზე (გერდ) და პილორულ სტენოზზე. გერდ-ის დროს, კუჭის მჟავის რეფლუქსი აზიანებს საყლაპავის მილის ამომფენ გარსს. პილორული სტენოზი იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის ხვრელი შევიწროვებულია, რაც ხელს უშლის კუჭის დაცლას.
04
08.2020
სოფელ ვაჩნაძიანში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა ჯგუფი გასვლითი აქციის ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანს ეწვია, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა