ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პროფესიული ასთმა
უკან
დაავადების აღწერა
პროფესიული(ოკუპაციური) ასთმა გამოწვეულია ან უარესდება ზოგიერთი ქიმიური ორთქლის, გაზის, მტვრისა და სხვა ნივტიერებების ჩასუნთქვით სამუშაოს დროს. ასთმის სხვა ტიპების მსგავსად, პროფესიული ასთმა იწვევს მკერდის დაჭიმულობას, ხიხინსა და სუნთქვის უკმარისობას.

ადრეული მკურნალობის შემთხვევაში პროფესიული ასთმა შექცევადია. ალერგიის გამომწველ ნივტიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი აუარესებს სიმპტომებს და იწვევს მუდმივ ასთმას.

პროეფსიული ასთმის მკურნალობა მსგავსია სხვა ტიპის ასთმების მკურნალობისა და ძირითადად, მოიცავს მედიკამენტებს. თუმცა ერთადერთი გზა, რომელიც მოსპობს სიმპტომებს და თავიდან აგარიდებთ ფილტვის დაზიანებას, არის ასთმის გამომწვევი მიზეზისგან მოშორება და მასთან კონტაქტის შეწყვეტა.
გამომწვევი მიზეზი
300-ზე მეტი პროფესიული ნივთიერებაა აღმოჩენილი, რომელიც პოტენციური გამომწვევია ასთმისა. ასეთი ნივთიერებები:
  • ცხოველური ნივთიერებები, როგორიცაა თმის, კანის ანაქერცლის, ბეწვისა და ნერწყვის შემადგენელი ცილები.
  • ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ანჰიდრიდები, დიიზოციანატები და საღებავის დასამზადებელი მჟავები, ლაკი, წებოვანი ნივთიერებები, ლამინატები და ა.შ. სხვა მაგალითებია საიზოლაციო მასალაში გამოყენებული ნივთიერებები, შესაფუთი მატერიალები, ქაფის მატრასები და ა.შ.
  • სარეცხ საშუალებებსი შემავალი ფერმენტები.
  • მეტალები, განსაკუთრებით პლატინა, ქრომი და ნიკელის სულფატი.
  • მცენარეული ნივთიერებები, მათ შორის ბუნებრივი ლატექსის რეზინის, პურის ფქვილის, პურეულის, ბამბის, სელის, კანაფის, ხორბლის, ჭვავისა და პაპაინის შემადგენლობაში შემავალი ცილები.
  • სუნთქვის გამღიზიანებლები, როგორიცაა ქლორინის გაზი, გოგირდის დიოქსიდი და ბოლი.
ასთმის სიმპტომები ვითარდება ფილტვის გაღიზიანების(ანთება) დროს. ანთება იწვევს რამოდენიმე რეაქციას, რომელიც განაპირობებს სასუნთქი გზების შევიწროებას და ართულებს სუნთქვას. პროფესიული ასთმის დროს, ფილტვის ანთება შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერებაზე ალერგიულმა რეაქციამ, რომელიც, როგორც წესი დროთა განმავლობაში ვითარდება. ანთებას ასევე იწვევს გამღიზიანებლების ჩასუნთქვა, როგორიცაა ქლორინი. ამ შემთხვევაში გამოვლინება დაუვყოვნებლივია.
სიმპტომები
პროფესიული ასთმის სიმპტომები წააგავს სხვა ფორმის ასთმებით გამოწვეულ სიმპტომებს. სიმპტომები:
  • ხიხინი, ზოგჯერ ღამის პერიოდში
  • ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მკერდის დაჭიმულობა
სხვა შესაძლო, თანდართული სიმპტომები:
  • ხშირი, თხევადი გამონადენი ცხვირიდან
  • ცხვირის ღრუს დახშობა
  • თვალის გაღიზიანება და ცრემლდენა
პროფესიული ასთმის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ ნივთიერებაზე, მასთან კონტაქტის ხანგრძლივობასა და სიხშირეზე. სიმპტომები შესაძლოა:
  • გაუარესდეს სამუშაო კვირის მიმდინარეობასთან ერთად, გაუმჯობესდეს შაბათ-კვირაობით და არდადეგებზე და დაბრუნდეს სამუშაოს გაგრძელების დროს.
  • აღინიშნებოდეს სამუშაოზე მის გარეთ.
  • დაიწყოს სამსახურში ასთმის მაპროვოცირებელ ნივთიერებასთან კონტაქტის შემდგომ ან ამ სუბსტანციასთან რეგულარული შეხების შემთხვევაში,
  • გაგრძელდეს ასთმის გამომწვევ ნივთიერებასთნ კონტაქტის შეწყვეტის შემდგომ. რაც უფრო ხანგრძლივად გექნებათ კონტაქტი ასთმის გამომწვევ ნივტიერებასთან, მით უფრო დიდია ასთმის პერმანენტული სიმპტომების განვიტარების შანსი.
როდის მივმართოთ ექიმს

სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. ასთმის მძიმე შეტევა შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ასთმური შეტევის სიმპტომები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დახმარებას:
  • სუნთქვის უკმარისობის სწრაფი გაუარესება ან ხიხინი
  • ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატორების გამოყენების შემდეგ გაუმჯობესების არ ქონა
  • სუნთქვის უკმარისობა მცირე ფიზიკური დატვირთვის პირობებში
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ აღგენიშნებათ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ხველა, ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა. სუნთქვის პრობლემები შესაძლოა მიუთითებდნენ ასთამზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმპტომები უარესდება დროთა განმავლობაში ან მძიმდება კონკრეტული გამღიზიანებლების არსებობის დროს.