ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს (დისპარეუნია)
უკან
დაავადების აღწერა
მტკივნეული სქესობრივი კავშირი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებით. მრავალ ქალს აქვს მსგავსი ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც.

ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს სამედიცინო ტერმინით დისპარეუნია ეწოდება. დისპარეუნია განიმარტება, როგორც პერსისტირებადი ან განმეორებითი გენიტალიური ტკივილი, რომელიც სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, დროს, ან დასრულების შემდეგ ვითარდება. ესაუბრეთ ექიმს თქვენი სიმპტომის შესახებ. მკურნალობა მიმართულია გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ.
გამომწვევი მიზეზი
ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს სხვადასხვა ფაზებში შესაძლოა აღინიშნოს, რის მიხედვითაც განსხვავდება ფიზიკური ტკივილის მიზეზებიც. ემოციური ფაქტორები ნებისმიერ ფაზაში იწვევენ ტკივილს.

პენეტრაციის ტკივილი

პენეტრაციის ტკივილი ასოცირდება შემდეგ ფაქტორებთან:

  • არასაკმარისი ლუბრიკაცია. ლუბრიკაციის ნაკლებობა ხშირად არასაკმარისი აღგზნების შედეგია. არასაკმარისი ლუბრიკაცია ასევე მენოპაუზის შემდეგ, ესტროგენის ნაკლებობის გამო ან მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს ვითარდება.

    გარკვეული მედიკამენტები ხელს უშლიან აღგზნებას, რაც ამცირებს ლუბრიკაციას და იწვევს ტკივილს. ესენია: ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის მედიკამენტები, სედატივები, ანტიჰისტამინურები, გარკვეული კონტრაცეპტივები.
  • დაზიანება, ტრავმა, გაღიზიანება. ეს მოიცავს მენჯის ქირურგიებს, ქალთა წინდაცვეთას ან ბავშვობაში ჩატარებულ ეპიზიოტომიას.
  • ანთება, ინფექცია ან კანის დაავადება. გენიტალიების ან საშარდე გზების ინფექცია უწვევს ტკივილს. ეგზემა ან კანის სხვა დაავადებები, რომლებიც გენიტალიებზეც ვლინდება, ასევე შეიძლება იყოს მიზეზი.
  • ვაგინიზმუსი. უნებლიე სპაზმები ვაგინალური კედლის კუნთებში ართულებს პენეტრაციას და იწვევს ტკივილს.
  • თანდაყოლილი პათოლოგია. თანდაყოლილი დეფექტები, როგორიცაა ვაგინალური აგენეზია ან ვაგინალური ხვრელის მემბრანის განვითარება შესაძლოა იყოს დისპარეუნიის მიზეზი.

ღრმა ტკივილი


ღრმა ტკივილი ვითარდება ღრმა პენეტრაციის დროს და შესაძლოა ზოგიერთი პოზიციის შემთხვევაში გამოვლინდეს. მიზეზებია:

  • გარკვეული დაავადებები და მდგომარეობები. ესენია: ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადება, საშვილოსნოს პროლაფსი, საშვილოსნოს რეტროვერსია, საშვილოსნოს ფიბრომები, ცისტიტი, ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ბუასილი ან საკვერცხის კისტები.
  • ქირურგიული ჩარევა ან სამედიცინო პროცედურები. ნაწიბურები მენჯის ღრუს ქირურგიის შემდეგ, ჰისტერექტომია შესაძლოა გახდეს დისპარეუნიის მიზეზი. კიბოს მკურნალობა– სხივური და ქიმიოთერაპია ასევე იწვევს ცვლილებებს, რომლებიც ზრდიან ტკივილის რისკს.

ემოციური ფაქტორები


ემოციები უკავშირდება სქესობრივ აქტივობას და დიდ როლს თამაშობს ტკივილის განვითარებაშიც. ემოციური ფაქტორებია:

  • ფსიქოლოგიური პრობლემები: შფოთვა, დეპრესია, ფიზიკური შესახედაობის შესახებ ნერვიულობა, ინტიმურობის შიში, ურთიერთობის პრობლემები იწვევს აღგზნების დაქვეითებას და შესაბამის დისკომფორტს ან ტკივილს.
  • სტრესი. მენჯის ღრუს კუნთები იჭიმება სტრესის დროს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.
  • სქესობრივი ძალადობის ფაქტი. ქალთა უმრავლესობას, ვისაც ჰქონია ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, არ აქვს გადატანილი ძალადობის ფაქტი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

ზოგჯერ, რთულია დადგენა, ასოცირდება თუ არა ფსიქოლოგიური ფაქტორები ტკივილთან სქესობრივი კავშირის დროს. თავდაპირველი ტკივილი შესაძლოა გახდეს ტკივილის შიშის მიზეზი, რაც ართულებს მოდუნებას და იწვევს კიდევ უფრო ძლიერ ტკივილს. როგორც სხეულის სხვა ნაწილების ტკივილის დროს, ადამიანი ცდილობს მოერიდოს იმ აქტივობებს, რომლებიც ასოცირებულია ტკივილთან.
სიმპტომები
დისპარეუნიის დროს, გაქვთ:

  • ტკივილი მხოლოდ პენეტრაციის დროს
  • ტკივილი ყოველი პენეტრაციის დროს, ტამპონის მოხმარების შემთხვევაშიც
  • ტკივილი ახლახანს დაიწყო, მანამდე კი ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს არ აღგენიშნებოდათ
  • ღრმა ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
  • წვის ან მტკივნეულობის შეგრძნება
  • ბასრი ტკივილი, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, ესაუბრეთ ექიმს. მკურნალობა გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა