ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პანკრეასის კიბო
უკან
დაავადების აღწერა
პანკრეასის კიბო იწყება პანკრეასის ქსოვილებში– ორგანო მუცლის ღრუში, რომელიც მდებარეობს ჰორიზონტალურად, კუჭის ქვედა ნაწილის უკან. პანკრეასი წარმოქმნის ფერმენტებს, რომლებიც მონელებაში გვეხმარება და ჰორმონებს, რომლებიც განაგებენ შაქრის მეტაბოლიზმს.

პანკრეასის კიბოს ხშირად ცუდი პროგნოზი აქვს, ადრეული დიაგნოზის შემთხვევაშიც კი. პანკრეასის კიბო ტიპიურად სწრაფად ვრცელდება და იშვიათად ვლინდება ადრეულ სტადიაზე, რის გამოც ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზიც. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იქამდე არ გამოვლინდეს, სანამ კიბო გავრცელდება და ქირურგიული ამოკვეთა უკვე შეუძლებელი იქნება.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, რა იწვევს პანკრეასის კიბოს.

პანკრეასი

პანკრეასი დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის ორგანოა და ფორმით წააგავს მსხალს. პანკრეასი გამოყოფს ჰორმონებს, მათ შორის ინსულინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს შაქრის მეტაბოლიზმში.

პანკრეასი ასევე წარმოქმნის მომნელებენ წვენებს– ფერმენტებს, რომელთა საშუალებითაც საკვებს ვშლით.

როგორ ყალიბდება კიბო პანკრეასში

პანკრეასის კიბო ყალიბდება, როცა პანკრეასის უჯრედებში გაჩნდება დნმ მუტაციები. მუტაციები საშუალებას აძლევს უჯრედს, გაიყოს და გამრავლდეს უკონტროლოდ, როცა ნორმალური უჯრედი უნდა მოკვდეს. უჯრედების გროვა ქმნის კიბოს.

პანკრეასის კიბოს უმეტესობა იწყება სადინრის ამომფენ უჯრედებში. ამ ტიპის კიბოს უწოდებენ პანკრეასის ადენოკარცინომას ან ეგზოკრინული პანკრეასის კიბოს.

იშვიათად, კიბო ვითარდება ჰორმონების წარმომქმნელ ნაწილებშიც. ამ ტიპის კიბო ცნობილია, როგორიც ლანგერჰანსის კუნძულების კიბო ან ენდოკრინული პანკრეასის კიბო.
სიმპტომები
პანკრეასის კიბოს ნიშნები და სიმპტომები ხშირად არ ჩნდება, სანამ დაავადება გავრცელებული არ არის. სიმპტომებია:

  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგზე
  • კანისა და თვალების თეთრი ნაწილების სიყვითლე
  • უმადობა
  • წონაში კლება
  • დეპრესია
  • სისხლის შედედებები

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ წონაში აუხსნელი კლება, მუცლის ტკივილი, სიყვითლე ან სხვა ნიშნები და სიმპტომები. კიბოს გარდა, სხვა მრავალი დაავადება იწვევს აღნიშნულ ნიშნებსა და სიმპტომებს, ამიტომ მიმართეთ ექიმს მეტი გამოკვლევისათვის, რათა დადგინდეს თქვენი სიმპტომის ზუსტი მიზეზი.