ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პერიოდონტიტი
უკან
დაავადების აღწერა
პერიოდონტიტი ღრძილების მძიმე ინფექციას წარმოადგენს, რომელიც აზიანებს რბილ ქსოვილებსა და კბილების დამჭერ, გამმაგრებელ ძვლებს. პერიოდონტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილის დაკარგვა ან უარეს შემთხვევებში გულის შეტევა, ინსულტი და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები.

პერიოდონტიტი ხშირია, თუმცამ ისი თავიდან არიდება შესაძლებელია. პერიოდონტიტი პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენური მდგომარეობის შედეგად ვითარდება. კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ, ძაფით კბილების გაწმენდა ყოველდღიურად და კბილების რეგულარული შემოწმება სტომატოლოგთან საგრზნობლად ამცირებს პერიოდონტიტის განვითარების რისკს.
გამომწვევი მიზეზი
მიჩნეულია, რომ პერიოდონტიტი იწყება ფოლაქის სახით. ფოლაქი წარმოადგენს წებოვან ნადებს, რომელიც ძირითადად ბაქტერიებისგან შედგება. ფოლაქი ყალიბდება მაშინ, როდესაც სახამებელი და შაქრები საკვებში ურთიერთქმედებენ პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებთან. კბილების რეგულარული ხეხვა და წმენდა კბილებს ნადებს აშორებს. თუმცა ეს ფოლაქი ადვილად ყალიბდება ახლიდან, როგორც წესი, 24 საათში.

ფოლაქი, რომელიც რჩება კბილებში 2-3 დღის განმავლობაში, შესაძლოა გამაგრდეს და გადაიქცეს კენჭებად ღრძილისა და კბილების შემაერთებელი ადგილის ქვეშ. კენჭების ჩამოყალიბება ასევე შესაძლებელია ნერწყვში მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის პირობებში. კენჭები ფოლაქის მოშორებას ართულებას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბაქტერიების გასამრავლებლად. კენჭების გახეხვით და ძაფით გაწმენდით ამოღება შეუძლებელია. კენჭების მოსაშორებლად აუცილებელია სტომატოლოგის ჩარევა.

რაც უფრო ხანგრძლივად აღინიშნება ფოლაქი და კენჭები, მით მეტ ზიანს აყენებენ კბილებსა და ღრძილებს. თავდაპირველად, ისინი მხოლოდ აღიზიანებენ და იწვევენ ანთებას ღრძილებს. ამ მდგომარეობას გინგივიტი ეწოდება. გინგივიტი პერიოდონტული დაავადების ყველაზე მსუბუქი ფორმაა.

ხანგრძლივი ანთება საბოლოო ჯამში იწვევს კბილებსა და ღრძილებს შორის ფოლაქით, კენჭებითა და ბაქტერიებით სავსე მასის ცამოყალიბებას. ბაქტერია მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნის ენდოტოქსინს, რომელიც ანთების ძირითადი გამომწვევია კბილების გარშემო. დროთა განმავოლბაში, ეს მასა ღრმავდება და იწვევს უფრო მეტი ბაქტერიის დაგროვებას. ღრმა ინფექციები იწვევენ ქსოვილისა და ძვლის დაკარგვას. როდესაც ძვლის დიდი ნაწილი ნადგურდება, პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს ერთი ან მეტი კბილი.
სიმპტომები
პერიოდონტიტის სიმპტომები:

  • შესიებული ღრძილები
  • ღია წითელი ან მეწამული ღრძილები
  • ტკივილი ღრძილებთან შეხებისას
  • ღრძილების ქსოვილის კბილისგან შორს გაწევა, რის შედეგადაც კბილი ნორმალურზე გრძელი ჩანს
  • კბილებს შორის ახალი სივრცეების გაჩენა
  • ჩირქი კბილებსა და ღრძილებს შორის
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
  • უსიამოვნო გემო პირის ღრუში
  • მოშვებული კბილები

არსებობს პერიოდონტიტის სხვადასხვა ფორმები. ქრონიკული პერიოდონტიტი ყველაზე ხშირი ტიპია, რომელიც, როგორც წესი, ზრდასრულებში გვხვდება. თუმცა შესაზლოა აღინიშნებოდეს ბავშვებში. აგრესიული პერიოდონტიტი, ძირითადად, ბავშვობის ან ახალგაზრდობის პერიოდში იწყება და იშვიათია.

როდის მივმართოთ სტომატოლოგს

ჯანმრთელი ღრძილები მტკიცეა და აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. თუ თქვენი ღრძილები არის შესიებული, აქვს ბინდისფერი წითელი ფერი და აღენიშნება მარტივად სისხლდენა, მიმართეთ სტომატოლოგს. ხსენებული დანარჩენი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ასევე აუცილებელია სამედიცინო დახმარება. ადრეული სამედიცინო ჩარევა პერიოდონტიტის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორების შანსს ზრდის და ამცირებს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებების რისკს.