ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჰიპოთიროიდიზმი (ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)
უკან
დაავადების აღწერა

ჰიპოთიროიდიზმი (ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან ჰორმონებს არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით.

ჰიპოთიროიდიზმი უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკში. ჰიპოთიროიდიზმი არღვევს ქიმიური რეაქციების ნორმალურ ბალანსს ორგანიზმში. იგი ადრეულ ეტაპებზე იშვიათად იწვევს სიმპტომებს, თუმცა დროთა განმავლობაში მკურნალობის გარეშე დარჩენილ ჰიპოთიროიდიზმს შეუძლია გამოიწვიოს მრავალი პრობლემა, მაგალითად სიმსუქნე, სახსრების ტკივილი, უშვილობა და გულის დაავადება.

სასიხარულო ამბავია, რომ არსებობს ანალიზები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ზუსტად დაისვას ჰიპოთიროიდიზმის დიაგნოზი. ჰიპოთიროიდიზმის მკურნალობა სინთეტური ჰორმონით სწორი დოზის პოვნის შემდეგ მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია.

გამომწვევი მიზეზი
როდესაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ წარმოქნის ჰორმონებს საკმარისი რაოდენობით, ორგანიზმში ირღვევა ქიმიური რეაქციების ბალანსი. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის აუტოიმუნური დაავადება, ჰიპერთიროიდიზმის მკურნალობა, რადიაციული თერაპია, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ან ზოგიერთი მედიკამენტი.

ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა, პეპლის ფორმის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის წინა ნაწილის ფუძეში, ადამის ვაშლის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვლის წარმოქმნილ ჰორმონებს, ტრიიოდთირონინს (ტ3) და თიროქსინს (ტ4) დიდი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და მეტაბოლიზმზე. ისინი აკონტროლებენ ორგანიზმის მიერ ნახშირწყლებისა და ცხიმების მოხმარების სიხშირეს, სხეულის ტემპერატურას, გულისცემის სიხშირეს და ცილების სინთეზს.

ჰიპოთიროიდიზმი ვითარდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს. ჰიპოთიროიდიზმი შეიძლება ბევრ მიზეზის გამო განვითარდეს. მათ შორისაა:

  • აუტოიმუნური დაავადება. ანთებითი დაავადება, სახელად ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, არის ჰიპოთიროიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი. აუტოიმუნური პათოლოგიები ვითარდება როდესაც იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ორგანიზმის სხვა ქსოვილების საწინააღმდეგოდ. ხანდახან იგი ებრძვის ფარისებრ ჯირკვალს. მეცნიერებმა არ იციან თუ რატომ წარმოქმნის ორგანიზმი ანტისხეულებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ზოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია და ვირუსი იწვევს ამ პროცესს, სხვები კი ამას გენეტიკურ დეფექტს აბრალებენ. დიდი ალბათობით აუტოიმუნური დაავადებები ერთზე მეტი ფაქტორის გამო ვითარდება. ეს ანტისხეულები ზეგავლენას ახდენენ ჯირკვლის მიერ ჰორმონების პროდუქციაზე.
  • ჰიპერთიროიდიზმის მკურნალობა. ადამიანებს, რომლებიც წარმოქმნიან ჭარბ ფასირებრ ჰორმონებს (ჰიპერთიროიდიზმი), მკურნალობენ რადიოაქტიური იოდით ან ანტითიროიდული მედიკამენტები რათა შეამცირონ და დაარეგულირონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ზოგ შემთხვევაში ამ მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ჰიპითირეოზი.
  • ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია. ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილის ამოღებას შეუძლია შეამციროს ან შეაჩეროს ჰორმონების პროდუქცია. ამ შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე დაგჭირდებათ თიროიდული ჰორმონების მიღება.
  • რადიაცული თერაპია. თავის და კისრის სიმსივნეების მკურნალობისას გამოყენებულ რადიაცულ თერაპიას შეუძლია ფარისებრ ჯირკვალზე ზეგავლენა და ჰიპოთიროიდიზმის გამოწვევა.
  • მედიკამენტები. ბევრ მედიკამენტს შეუძლია ჰიპოთიროიდიზმი გამოწვევა. ერთერთი ასეთი მედიკამენტია ლითიუმი, რომელიც ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება. თუ იღებთ ამ მედიკამენტს, გაესაუბრეთ ექიმს მის ფარისებრ ჯირკვალზე ზეგავლენის შესახებ.
უფრო იშვიათად, ჰიპოთიროიდიზმი შეიძლება გამოიწვიოს:
  • თანდაყოლილმა პათოლოგიამ. ზოგი ბავშვი იბადება დეფექტური ფარისებრი ჯირკვლით ან მის გარეშე. ხშირად უცნობია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად განუვითარებლობის მიზეზი, თუმცა ზოგ ბავშვს აღენიშნება თანდაყოლილი ფორმა. ხშირად, თანდაყოლილი ჰიპოთიროიდიზმიანი ბავშვები დაბადებისას ნორმალურად გამოიყურებიან. ამის გამო ბევრი შტატი ახლა ითხოვს ახალშობილთა ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგს.
  • ჰიპოფიზის პათოლოგია. ჰიპოთიროიდიზმის იშვიათი მიზეზი იშვიათად ჰიპოფიზის მიერ თიროიდ-მასტიმულირებელი (TSH) ჰორმონის არასაკმარისი პროდუქციაა. ამის მიზეზი ხშირად ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნეა.
  • ორსულობა. ზოგ ქალს ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ უვითარდება ჰიპოთიროიდიზმი, ხშირად იმიტომ, რომ წარმოიქმნება ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის წინააღმდეგ. მკურნალობის გარეშე ჰიპოთიროიდიზმი ზრდის მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობის და პრეეკლამპსიის რისკს. პრეეკლაპსია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორსულობის ბოლო 3 თვეში ხდება ქალის სისხლის წნევის მომატება. მას აგრეთვე შეუძლია დააზიანოს განვითარებადი ნაყოფი.
  • იოდის დეფიციტი. იოდი ძირითადად გვხვდება ზღვის პროდუქტებში, იოდით მდიდარ ნიადაგში გაზრდილ მცენარეებში და იოდიზირებულ მარილში და იგი აუცილებელი კომპონენტია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების. მსოფლიოს ნაწილში გავრცელებულია იოდის დეფიციტი, თუმცა ა.შ.შ-ში საკვებ მარილში იოდის დამატებამ თითქმის სრულად გააქრო ეს პრობლემა. ზედმეტი იოდის მიღებას აგრეთვე შეუძლია ჰიპოთიროიდიზმის განვითარება.
სიმპტომები
ჰიპოთიროიდიზმის ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია ჰორმონის დეფიციტის სიმძიმეზე. ზოგადად, პრობლემები ნელა, წლების განმავლობაში ვითარდება.

თავდაპირველად შეიძლება ძვლივს შეამჩნიოთ ჰიპოთიროიდიზმის სიმპტომები, მაგალითად ზოგადი სისუსტე და წონაში მატება, ან შეიძლება საერთოდ ასაკში მატებას მიაწეროთ ეს ცვლილებები. მეტაბოლიზმის შემდგომ შენელებასთან ერთად უფრო შესამჩნევი ნიშნები და სიმპტომები ჩნდება. ჰიპოთიროიდიზმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ზოგადი სისუსტე
  • სიცივის აუტანლობა
  • ყაბზობა
  • მშრალი კანი
  • წონაში უმიზეზო კლება
  • საზის შესიება
  • ხმის ჩახლეჩა
  • კუნთების სისუსტე
  • სისხლში ქოლესტეროლის გაზრდილი დონე
  • კუნთების ტკივილი, მგრძნობიარობა და სიხისტე
  • სახსრების ტკივილი, სიხისტე და შესიება
  • ნორმაზე ძლიერი ან არარეგულარული მენსტრალური პერიოდები
  • თმის შეთხელება
  • გულისცემის შენელება
  • დეპრესია
  • მეხსიერების დაქვეითება

მკურნალობის გარეშე დატოვებული ჰიპოთიროიდიზმის შემთხვევაში ნიშნები და სიმპტომები უარესდება. მეტი ჰორმონის გამოსანთავისუფლებლად ფარისებრი ჯირკვლის მუდმივმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ზომაში გაზრდა (ჩიყვი). აგრეთვე შეიძლება დაგიქვეიდეთ მეხსიერება, შეგინელდეთ აზროვნება და იგრძნოთ თავი დეპრესიულად.

ჰიპოთიროიდიზმის მკვეთრად გამოხატული ფორმა, მიქსედემა, იშვიათია, თუმცა იგი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ნიშნები და სიმპტომებია სისხლის დაბალ წნევა, შენელებული სუნთქვა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, მიძინებულობა და კომა. მიქსედემა შეიძლება ფატალური იყოს.

ჰიპოთიროიდიზმი ჩვილებში

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთიროიდიზმი ყველაზე ხშირად ვლინდება საშუალო და ხანში შესულ ქალებში, იგი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, მათ შორის ჩვილებსაც. ბავშვებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გარეშე ან მისი დაქვეითებული ფუნქციით იბადებიან, თავდაპირველად სიმპტომები არ აღენიშნებათ. როდესაც ჩნდება სიმპტომები, ესენია:

  • კანის და თვალის თეთრი ნაწილის შეყვითლება (სიყვითლე). შემთხვევათა უმრავლესობაში ეს ხდება როდესაც ბავშვის ღვიძლი ვერ გარდაქმნის ბილირუბინს, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ძველი ან დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად.
  • საკვების ხშირი გადაცდენა
  • დიდი, გარეთ გამოყოფილი ენა
  • შეშუპებული სახე

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ საკვების მიღება და ჩამორჩნენ ზომაში ზრდაში და განვითარებაში. მათ აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ:

  • ყაბზობა
  • სუსტი კუნთები
  • ძილიანობა

მკურნალობის გარეშე ჩვილებში ჰიპოთიროიდიზმის მსუბუქ ფორმასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა.

ჰიპოთიროიდიზმი ბავშვებში და მოზარდებში

ზოგადად, ბავშვებს და მოზარდებს იგივე სიმპტომები აქვთ, რაც ზრდასრულებს, თუმცა მათ აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ:

  • ზრდაში ჩამორჩენა
  • მუდმივი კბილების განვითარების დაგვიანება
  • დაგვიანებული გარდატეხის ასაკი
  • სუსტი გონებრივი განვითარება

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ უმიზეზოდ დაღლილად ან გაქვთ სხვა ნიშანი ან სიმპტომი ჰიპოთიროიდიზმის, მაგალითად კანის სიმშრალე, ფერმკრთალი, შეშუპებული სახე, ყაბზობა ან ხმის ჩახლეჩა.

აგრეთვე აუცილებელია პერიოდულად ექიმთან ვიზიტი ანალიზებზე თუ გაკეთებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, რადიოაქტიური იოდით ან ანტი-თიროიდული მედიკამენტებით მკურნალობა ან რადიაციული თერაპია თავზე, კისერზე ან გულმკერდის ზემო ნაწილზე. ამ მკურნალობის და პროცედურების ჩატარების შემთხვევაში ჰიპოთიროიდიზმის განვითარებას შეიძლება წლები დასჭირდეს.

თუ გაქვთ ქოლესტეროლის მაღალი დონე, კითხეთ ექიმს ხომ არ არის ეს ჰიპოთიროიდიზმით გამოწვეული. თუ თქვენ იღებთ ჰორმონულ თერაპიას, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტები იმდენჯერ, რამდენჯერაც იგი გირჩევთ. მკურნალობის დროს აუცილებელია სწორი დოზის შერჩევა. დროთა განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა