ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პირველადი ალდოსტერონიზმი
უკან
დაავადების აღწერა
პირველადი ალდოსტერონიზმი ჰორმონული დაავადების ფორმაა, რომელიც იწვევს სისხლის მაღალ წნევას. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან სიცოცხლისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ერთ-ერთი ასეტი ჰორმონი არის ალდოსტერონია, რომელიც აწონასწორებს ნატრიუმისა და კალიუმის შემცველობას სისხლში.

პირველადი ალდოსტერონიზმის დროს, თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ალდოსტერონს, რაც იწვევს კალიუმის დაკარგვასა და ნატრიუმის შენარჩუნებას. ჭარბი ნატრიუმი, შედეგად, იწვევს წყლის შეკავებას, რაც ზრდის სისხლის მოცულობასა და სისხლის წნევას.

პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზი და მკურნალობა მნიშნველოვანია, რადგან სისხლის მაღალი წნევის ამ ფორმის მქონე ადამიანებს გულის დაავადებისა და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ. თუმცა პირველად ალდოსტერონიზმთან დაკავშირებული სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა შესაძლებელია.

პირველადი ალდოსტერონიზმის სამკურნალო მეთოდები მოიცავს მედიკამენტებს, ცხოვრების სტილის ცვლილებებს და ქირურგიულ ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
ალდოსტერონის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის ხშირი მიზეზები:

  • კეთილთვისებიანი წანაზარდი თირკმელზედა ჯიკრვალში (ალდოსტერონის წარმომქმნელი ადენომა). დაავადებას ასევე კონის სინდრომს უწოდებენ
  • თირკმელზედა ჯირკლვების ჰიპერაქტიურობა(იდიოპატიური ჰიპერალდოსტერონიზმი)

იშვიათ შემთხვევებში, პირველადი ალდოსტერონი გამოწვეულია:

  • თირკმელზედა ჯირკვლის გარეთა შრეზე (ქერქი) ავთვისებიანი წარმონაქმნი (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის კიბო)
  • პირველადი ალდოსტერონიზმის იშვიათი ფორმა: გლუკოკორტიკოიდებით განკურნებადი ალდოსტერონიზმი, რომელიც მემკვიდრული ფორმაა და იწვევს სისხლის მაღალ წნევას ბავშვებსა და ახალგაზრდებში
სიმპტომები
პირველადი ალდოსტერონიზმის სიმპტომები:

  • სისხლის საშუალოდ ან მძიმედ მაღალი წნევა
  • სისხლის მაღალი წნევა, რომელსაც ესაჭიროება რამოდენიმე მედიკამენტი საკონტროლოდ(რეზისტენტული ჰიპერტენზია)
  • სისხლის მაღალი წნევა კალიუმის დაბალ შემცველობასთან ერთად(ჰიპოკალემია)

როდის მივმართოთ ექიმს


ხშირად შეიმოწმეთ სისხლის წნევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ აღგენიშნებათ რისკ ფაქტორები სისხლის მაღალი წნევის გასავითარებლად. ასეთი რისკ ფაქტორებია:

  • თუ თქვენ ხართ 45 ან მეტი ასაკის
  • სისხლის მაღალი წნევის არსებობა ოჯახის წევრებში
  • ჭარბწონიანობა
  • უსაქმური ცხოვრების სტილი
  • თამბაქოს მოხმარება
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება
  • საკვები ნივთიერებების დისბალანსი(დიდი რაოდენობით მარილი, არასაკმარისი კალიუმი)
27
03.2020
,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში, ქსელის ეპიდემიოლოგიური და საექთნო სამსახურების თაოსნობით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის ინტენსიური და უწყვეტი ტრენინგი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა