ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პირველადი პროგრესიული აფაზია
უკან
დაავადების აღწერა
პირველადი პროგრესიული აფაზია ნერვული სისტემის(ნევროლოგიური) იშვიათი სინდრომია, რომელიც იწვევს ენის პრობლემებს. დაავადების მქონე პაციენტებს უჭირთ აზრების გამოხატვა და სხვათა ნათქვამის აღქმა.

პირველადი პროგრესიული აფაზიის სიმპტომები თანდათანობით იწყება, ზოგიერთ შემთხვევაში 65 წლის ასაკმდე და ახასიათებს გაუარესება დროთა განმავლობაში. დაავადების მქონე ადამიანები შესაძლოა დამუნჯდნენ და საბოლოო ჯამში დაკარგონ დაწერილი ან წარმოთქმული წინადადებების აღქმის უნარი.

პირველადი პროგრესიული აფაზიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ ნორმალური ყოველდღიური საქმიანობა დაავადების დაწყებიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში, რადან პათოლოგია ნელ-ნელა პროგრესირებს.

პირველადი პროგრესიული აფაზია ფრონტოტემპორალური დეგენერაციის ერთ-ერთი ფორმაა. ფრონტოტემპორალური დემენცია წარმოადგენს მსგავსი დაავადებების ჯგუფს, რომელიც თავის ტვინის შუბლის ან საფეთქლის წილში ვითარდება.
გამომწვევი მიზეზი
პირველადი პროგრესიული აფაზია გამოწვეულია თავის ტვინში შუბლისა და საფეთქლის წილის შეჭმუხვნით(ატროფია), უმეტესად თავის ტვინის მარცხენა ნაწილში. პირველადი პროგრესიული აფაზია ზემოქმედებს ენის ცენტრზე თავის ტვინში. შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ნაწიბუროვანი ქსოვილი და არანორმალური ცილები, რის შედეგადაც თავის ტვინის ფუნქციები ქვეითდება.
სიმპტომები
პირველადი პროგრესიული აფაზიის სიმპტომები განსხვავებულია დამიანებს შორის და დამოკიდებულია თავის ტვინში არსებულ კონკრეტულ ნაწილზე, რომელიც შედის მეტყველების, წერის, კითხვის ან გაგების ცენტრებში.

პირველადი პროგრესიული აფაზიის სამი ტიპი არსებობს. თითოეული მათგანი განსხვავებულ სიმპტომს იწვევს.

სემანტიკური პრიველადი პროგრესიული აფაზია

დაავადების ამ ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • დაწერილის ან წარმოთქმულის აღქმის გაძნელება, განსაკუთრებით ერთი სიტყვის
  • სიტყვის მნიშნველობის აღქმის გაძნელება
  • საგნებზე სახელების დარქმევის პრობლემები

ლოპოგენური პირველადი პროგრესიული აფაზია


დაავადების ამ ფორმის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მეტყველების დროს სწორი სიტყვების პოვნის პრობლემები
  • მეტყველების დროს ხშირი პაუზები სიტყვების საპოვნელად
  • ნელი მეტყველება
  • ფრაზების და წინადადებების გამეორების პრობლემები

შეფერხებული-არაგრამატიკული პირველადი პროგრესიული აფაზია


დაავადების ამ ფორმის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მეტყველების გაძნელება
  • მერყევი, გაუბედავი ლაპარაკი
  • მეტყველების ხმიანობის შეცდომები ლაპარაკის დროს
  • წინადადებების აღქმის პრობლემები
  • გრამატიკული გაუმართავობა

სიმპტომები დამოკიდებულია მეტყველების დროს არსებულ სიტუაციაზე და პირველადი პროგრესიული აფაზიის ფორმაზე. მაგალითად, ადმაინი შესაძლოა ხშირად შეჩერდეს საუბრის დროს, თუ ეს საუბარი მოითხოვს სიზუსტის მაღალ ხარისხს. თუმცა პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ შეჩერდეს უმნიშვნელო საუბრისას. როგორც წესი, სახეზეა წერა-კითხივს პრობლემებიც.