ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სალმონელა
უკან
დაავადების აღწერა
სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

როგორც წესი, სალმონელათი დაავადებულებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. სხვა შემთხვევებში წარმოდგენილია ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანები სამედიცინო ჩარევის გარეშე რამდენიმე დღეში ჯანმრთელდებიან.

ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ შესაძლოა იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ცუდი სანიტარული ნორმების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას სალმონელათი ინფექციის რისკი იზრდება.
გამომწვევი მიზეზი
სალმონელას ბაქტერია,ნორმაში, ბინადრობს ადამიანების, ძუძუმწოვრებისა და ჩიტების ნაწლავებში. ადამიანების უმრავლესობა ავადდება ფეკალიებით დაბინძურებული საკვების მიღების შემდგომ. ხშირად ინფიცირებული საკვები:

  • უმი ხორცი და ზღვის პროდუქტები. ფეკალიები უმ ხორცზე შესაძლოა მოხვდნენ ყასბის მიერ ხორცის დაჭრის დროს. დაბინძურებული წყლიდან მოპოვებული ზღვის პროდუქტი ასევე ინფექციის წყაროა.
  • უმი კვერცხები. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის ნაჭუჭი ერთი შეხვედით დაბინძურებისადმი იდეალური ბარიერია, ზოგიერთი დაავადებული ქათამი ნაწუჭის ჩამოყალიბებამდე წარმოქმნის კვერცხს, რომელიც შეიცავს სალმონელას. უმი კვერცხები გამოიყენება მაიონეზის ზოგიერთი ფორმის შემადგენლობაში.
  • ხილი და ბოსტნეული. ხილი და ბოსტნეული შესაძლოა მინდორში ან პროცესირების დროს იყოს გაწყლიანებული სალმონელათი დაბინძურებული წყლით. დაბინძურება ასევე შესაძლებელია სამზარეულოში, როდესაც უმი ხორციდან გადმოსული წვენი ხვდება მოუმზადებელ საკვებს, როგორიცაა სალათა.

დაფიქსირებულია სალმონელას არსებობის ფაქტები სუნელებშიც.

საკვები, უმეტესად, ბინძურდება, როდესაც საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ ადამიანები სათანადოდ არ იბანენ ხელებს. ინფექციის გავრცელება ასევე შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანი დაბინძურებულ სხეულთან შეხების შემდგომ ხელს პირის ღრუში მოიხვედრებს.
სიმპტომები
სალმონელათ ინფექცია, როგორც წესი, გამოწვეულია უმი ან მოუმზადებელი ხორცის, კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მიღებით. ინკუბაციის პერიოდი მერყელობს რამოდენიმე საათიდან ორ დღემდე. სალმონელათი ინფქციების უმეტესი ნაწილი კლასიფიცირდება, როგორც გასტროენტერიტი. შესაძლო სიმპტომები:

  • გულისრევის შეგრზნება
  • ღებინება
  • მუცლის სპაზმები
  • ფაღარათი
  • სიცხე
  • ციება
  • თავის ტკივილი
  • სისხლიანი განავალი

სალმონელათ ინფექციის სიმპტოპმები, როგორც წესი, გრძელდეაბ 4-7 დღის განმავლობაში, თუმცა ნაწლავების ნორმალური ფორმის დასაბრუნებლად, შესაძლოა, რამოდენიმე თვე იყოს საჭირო.

სალმონელას ბაქტერიის ზოგიერთმა ფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს ტიფი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში, ხანდახან, ფატალურად სრულდება.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა