ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წვივის დიდი ძვლის ტკივილი
უკან
დაავადების აღწერა
წვივის დიდი ძვლის ტკივილი ხშირია მორბენლებში, მოცეკვავეებსა და სამხედროებში.

წვივის დიდი ზვლის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს ათლეტებში, რომლებმაც ახლო წარსულში შეცვალეს ან გააძლიერეს ვარჯიშის რეჟიმი. გაძლიერებული ფიზიკური აქტივობის შედეგად კუნთები, მყესები და ძვლის ქსოვილი იტვირთება ჭარბად.

წვივის დიდი ზვლის ტკივილების შემთხვევის უმრავლესობის მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, ყინულითა და სახლის პირობებში მიღებული სხვა ზომებით. სათანადო სპორტული ფეხსაცმელი და ვარჯიშის სწორი რეჟიმი თავიდან აგარიდებთ ტკივილის ხელახლა დაწყებას.
გამომწვევი მიზეზი
წვივის დიდი ძვლის ტკივილი გამოწვეულია განმეორებითი ზეწოლით ამ ძვალზე და მასთან ახლოს მყოფ შემაერთებელ ქსოვილებზე, რომლებიც კუნთებს ძვალთან აერთებენ.
სიმპტომები
წვივის დიდი ძვლის ტკივილის დროს, თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ:

  • ტკივილი შეხებაზე ან უბრალოდ ტკივილი ფეხის ქვედა ნაწილის შიდა მხარეს
  • ფეხის ქვედა ნაწილის მსუბუქი შესიება

თავდაპირველად, ტკივილი შესაძლოა შეჩერდეს სირბილის ან ვარჯიშის დასრუელბის დროს. საბოლოო ჯამში, ტკივილი შესაძლოა გახანგრძლივდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ მოსვენება, ყინული და ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები არ ამსუბუქებენ წვივის დიდი ძვლის ტკივილს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა