ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზურგის ტვინის დაზიანება
უკან
დაავადების აღწერა
ზურგის ტვინის დაზიანება, რომელიც მოიცავს როგორც თვითონ ზურგის ტვინის, აგრეთვე ხერხემლის არხში მდებარე ნერვების დაზიანებას, ხშირად იწვევს ძალის, მგრძნობელობის და სხვა ფუნქციების მოშლას დაზიანების დონის ქვემოთ.

თუ თქვენ ცოტა ხნის წინ დაიზიანეთ ზურგის ტვინი, ეს გამოვლინდება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში.

მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თვლიან, რომ დადგება დღე, როდესაც შეძლებენ ზურგის ტვინის დაზიანების გამოსწორებას. მსოფლიოში მრავალი კვლევა მიმდინარეობს ამ ეტაპზე. მკურნალობა და რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტებს დროთა განმავლობაში შეძლონ პროდუქტიულად, დამოუკიდებლად ცხოვრება.
გამომწვევი მიზეზი
ზურგის ტვინის დაზიანებას იწვევს როგორც თვითონ ზურგის ტვინის, აგრეთვე ხერხემლის მალების, იოგების და დისკების დაზიანება.

ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება შეიძლება განვითარდეს ზურგში ჩარტყმის შედეგად, რაც დააზიანებს ერთ ან მეტ მალას. დაზიანება აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ტყვიამ ან დანით ჭრილობამ, რომელიც შევა ზურგის ტინამდე.

დაზიანება ვითარდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რაც გამოწვეულია სისხლდენით, შეშუპებით, ანთებით და ზურგის ტვინის გარშემო სითხის დაგროვებით.

ზურგის ტვინის არატრავმულ დაზიანებას იწვევს ართრიტი, სიმსივნე, ანთება, ინფექციები ან დისკის გადაგვარება.

თქვენი ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს)

ცნს შედგება თავის ტვინისგან და ზურგის ტვინისგან. ზურგის ტვინი, რომელიც შედგება ძვლებით გარშემორტყმული რბილი ქსოვილისგან, იწყება ტვინის ფუძიდან და შედგება ნერვული უჯრედებისგან და ტრაქტებისგან, რომლებიც მიდიან სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

ზურგის ტვინის ქვედა ბოლო მდებარეობს წელის არეში.

ზურგის ტვინის ტრაქტები ატარებს ინფორმაციას თავის ტვინსა და სხეულის დანარჩენ ნაწილს შორის. მოტორული ტრაქტები განაგებენ მოძრაობას, ხოლო სენსორულ ტრაქტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან ტვინში მიაქვთ სითბოს, სიცივის, ზეწოლის, ტკივილის და კიდურების ადგილმდებარეობის სიგნალები.

ნერვული ბოჭკოების დაზიანება

როგორც ტრავმული, ისე არატრავმული დაზიანების დროს ზიანდება ნერვული ბოჭკოები, რის შედეგადაც დაზიანების არის ქვემოთ ირღვევა კუნთებისა და ნერვების ფუნქცია.

გულმკერდის (თორაკული) და ზურგის ქვემო ნაწილის (ლუმბარული) დაზიანება მოიცავს ტორსის, ფეხების, დეფეკაციის, შარდვის და სქესობრივი ფუნქციის დარღვევებს. კისრის (ცერვიკალური) დაზიანების დროს აგრეთვე ზიანდება მკლავების მოძრაობა და ზოგ შემთხვევაში სუნთქვის ფუნქცია.

ზურგის ტვინის დაზიანების ხშირი მიზეზები

ა.შ.შ-ში ზურგის ტვინის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ავარიები. მანქანებისა და მოტოციკლეტების ავარიები ამერიკაში ძირითადი მიზეზია ზურგის ტვინის დაზიანების. მასზე ყოველ წელს მოდის დაზიანებების 35%.
  • დაცემა. ზურგის ტვინის დაზიანება დაცემის შემდეგ ხშირი მიზეზია 65 წელს ზემოთ ადამიანებში. დაცემაზე მოდის დაზიანებების მეოთხედზე მეტი.
  • ძალადობა. დაზიანებების 15% მოდის ძალადობის აქტებზე. მათში ხშირია ტყვიის მოხვედრა და დანით ჭრილობა.
  • სპორტული და სხვა ტრავმები. სპორტული აქტივობები იწვევს ზურგის ტვინის დაზიანებების 9%.
  • ალკოჰოლი. ალკოჰოლის მიღება ფაქტორია ყოველ ოთხიდან ერთ დაზიანებაში.
  • დაავადებები. სიმსივნე, ართრიტი, ოსტეროპოროზი და ზურგის ტვინის ანთება აგრეთვე იწვევენ ზურგის ტვინის დაზიანებას.
სიმპტომები
კიდურების მოძრაობის უნარიზურგის ტვინის დაზიანების დროს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. ესენია ზურგის ტვინის დაზინაების მდებარეობა და სიმწვავე.

ზურგის ტვინის ყველაზე დაბალი დონეს, რომელიც ჯანმრთელად ფუნქციონირებს, ეწოდება დაზიანების ნევროლოგიური დონე. დაზიანება კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად:

  • სრული. თუ დაზიანების ქვემოთ თითქმის ყველა მგრძნობელობითი და მოტორული ფუნქცია იკარგება, ამ შემთხვევაში დაზიანება სრულია.
  • არასრულია. თუ გაქვთ რაღაც მოტორული და მგრძნობელობითი ფუნქცია დაზიანებული არის ქვემოთ, თქვენი დაზიანება არასრულია. არასრული დაზიანების ბევრო დონე არსებობს.

ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად განვითარებული დამბლა შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

  • ტეტრაპლეგია. აგრეთვე ცნობილი, როგორც კვადრიპლეგია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხელები, ტორსი, ფეხები და მენჯის ორგანოები არიან დაზიანებული.
  • პარაპლეგია. ამ დროს დამბლა ვითარდება ტორსში, ფეხებში და მენჯის ორგანოებში.

თქვენი ექიმი დაზიანების დონის დასადგენად ჩაატარებს რამდენიმე გამოკვლევას.

ზურგის ტვინის ნებისმიერ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი ნიშები და სიმპტომები:

  • მოძრაობის უნარის დაკარგვა
  • მგრძნობელობის დაკარგვა, მათ შორის შეხების, სითბოს და სიცივის
  • უნებლიე დეფეკაცია და შარდვა
  • გაძლიერებული რეფლექსები ან სპაზმები
  • სქესობრივი ფუნქციის, მგრძნობელობის და ფერტილურობის პრობლემები
  • ზურგის ტვინის ნერვების დაზიანების გამო ტკივილი და მწვავე ჩხვლეტის შეგრძნება.
  • სუნთქვის გაძნელება, ხველა ან ნახველი ფილტვებიდან.

გადაუდებელი ნიშნები და სიმპტომები


ზურგის ტვინის დაზიანების გადაუდებელ ნიშნებს და სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ძალიან ძლიერი ტკივილი კისერში, თავში ან ზურგში
  • სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის დამბლა
  • მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა ხელებში, თითებში, ფეხებში ან ფეხის თითებში
  • დეფეკაციაზე და შარდვაზე კონტროლის დაკარგვა
  • წონასწორობის და სიარულის გაძნელება
  • ტრავმის შემდეგ სუნთქვის გართულება
  • კისრის ან ზურგის უცნაური პოზა

როდის მივმართოთ ექიმს


ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავის ან კისრის არეში ტრავმას მიიღებს, სჭირდება სასწრაფოდ გამოკვლევა. უმჯობესია ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში დაასკვნათ, რომ ზურგის ტვინის დაზიანებულია, რადგან:

  • ზურგის ტვინის მწვავე დაზიანება ყოველთვის თავიდანვე არ ვლინდება. თუ მისი აღმოჩენა არ მოხდება, უფრო სერიოზული დაზიანებები განვითარდება.
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან დამბლა შეიძლება განვითარდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში ზურგის ტვინის გარშემო სისხლდენასთან და შეშუპებასთან ერთად.
  • დაზიანების დონე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პერიოდზე ტრავმის მიღებიდან სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ვინმეს აქვს ზურგის ან კისრის დაზიანება:

  • არ გადაადგილოთ ადამიანი, რადგან ამან შეიძლება მუდმივი დამბლა ან სხვა გართულებები გამოიწვიოს.
  • დარეკეთ სასწრაფოში
  • დააფიქსირეთ ადამიანი ერთ პოზიციაში
  • დაუდეთ კისრის ორივე მხარეს პირსახოცები და ხელებით დააფიქსირეთ ერთ ადგილას თავი და კისერი
  • აღმოუჩინეთ პირველად დახმარება თავის და კისრის განძრევის გარეშე
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა