ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტოქსიკური შოკის სინდრომი
უკან
დაავადების აღწერა
ტოქსიკური შოკის სინდრომი არის ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის იშვიათი, სიცოცხლისთვის საშიში გართულება. ტოქსიკური შოკის სინდრომი ხშირად ვითარდება სტაფილოკოკური ბაქტერიის მიერ გამონთავისუფლებული ტოქსინების გამო, თუმცა მას აგრეთვე იწვევს A ჯგუფის სტრეპტოკოკის ტოქსინები.

ტოქსიკური შოკის სინდრომი ისტორიულად დაკავშჳრებულია სწრაფად შემწოვი ტამპონების გამოყენებასთან. კომპანიებმა ამოიღეს პროდუქციიდან ზოგიერთი ტამპონი, რის გამოც ტოქსიკური შოკის სინდრომის შემთხვევები შემცირდა მენსტრუაციის მქონე ქალები.

ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება განვითარდეს კაცებში, ბავშვებში და მენოპაუზის შემდგომ ქალებში. ტოქსიკური შოკის სინდრომის რისკფაქტორებია კანის ჭრილობები და ოპერაცია.
გამომწვევი მიზეზი
ტოქსიკურ შოკის სინდრომს ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერია ოქროსფერი სტაფილოკოკი. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს A ჯგუფის სტრეპტოკოკულმა ბაქტერიამ.
სიმპტომები
ტოქსიკური შოკის ნიშნები და სიმპტომებია:

  • უეცარი ცხელება
  • სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
  • პირღებინება ან დიარეა
  • გამონაყარი, რომელიც მზის დამწვრობას ჰგავს
  • დაბნეულობა
  • კუნთების ტკივილი
  • თვალების, პირის და ყელის სიწითლე
  • გულყრები
  • თავის ტკივილი

როდის მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ტოქსიური შოკის ნიშნები ან სიმპტომები, განსაკუთრებით თუ ახალი გამოყენებული გაქვთ ტამპონები ან გაქვთ კანის ინფექცია ან ჭრილობა.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა