ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტრაქომა
უკან
დაავადების აღწერა
ტრაქომა არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აზიანებს თვალებს. ტრაქომის გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანების თვალებთან, ქუთოთოებთან და ცხვირის ან ყელის სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით.

ტრაქომა გადამდებია და თითქმის ყოველთვის აზიანებს ორივე თვალს. ტრაქომა იწყება თვალებისა და ქუთუთოების მსუბუქი ქავილით და გაღიზიანებით, საბოლოოდ კი იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის დაბინდვას. მკურნალობის გარეშე ტრაქომამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს.

ტრაქომას ადრეული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გართულებების თავიდან არიდება.
გამომწვევი მიზეზი
ტრაქომას იწვევს ბაქტერია ქლამიდია ტრაქომატის (Chlamydia Trachomatis). ეს ბაქტერია აგრეთვე იწვევს სქესობრივად გადამდებ ინფექცია ქლამიდიოზს.

ტრაქომა ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის თვალის ან ცხვირის გამონადენთან კონტაქტით. დაავადება შეიძლება გავრცელდეს ხელებით, პირსახოცებით, ტანსაცმლით და მწერებით. განვითარებად ქვეყნებში გავრცელების ძირითადი წყარო ბუზებია.
სიმპტომები
ტრაქომას ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:

  • თვალებისა და ქუთუთოების მსუბუქი ქავილი და გაღიზიანება
  • ჩირქიანი ან ლორწოვანი გამონადენი თვალებიდან

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტრაქომას სიმპტომებს ემატება:

  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფობია)
  • მხედველობის დაბინდვა
  • თვალების ტკივილი

ინფექციისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პატარა ბავშვებში, თუმცა მათში დაავადება ნელა მიმდინარეობს, რის გამოც მტკივნეული სიმპტომები ზრდასრულობის ასაკამდე არ ჩნდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადების მიმდინარეობა 5 სტადიად დაყო. ესენია:

  • ანთება - ფოლიკულური. ამ სტადიაზე ინფექცია ახალი დაწყებულია. ხუთი ან მეთი ფოლუკული (ლიმფოციტების შემცვლელი გამობურცულობები) გამადიდებელი შუშით შეიმჩნევა ზედა ქუთუთოს შიგნითა ზედაპირზე.
  • ანთება - მწვავე. ამ ეტაპზე დაავადება მწვავდება; ვითარდება ზემო ქუთუთოს შეშუპება და გასქელება.
  • ქუთუთოს დაზიანება. განმეორებითი ინფექცია იწვევს შიგნითა ქუთუთოს დაზიანება. დაზიანება ვლინდება გამადიდებელი შუშის ქვეშ თეთრი ხაზების სახით. ქუთუთო შეიძლება შიგნით ჩაბრუნდეს (ენტროპია).
  • წამწამების შიგნით ჩაზრდა. ქუთოთის შიგნითა გარსის დეფორმაციის გამო ვითარდება წამწამების შიგნითა ჩაზრდა, რის გამოც ისინი ეხახუნებიან და კაწრავენ თვალის რქოვანას.
  • რქოვანას შემღვრევა. ზედა ქუთუთოს ანთების გამო ზიანდება რქოვანა. ხანგრძლივი ანთება და შიგნით ჩაზრდილი წამწამების დაკაწვრა იწვევს რქოვანას შემღვრევას. მეორადმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას წყლულების გაჩენა და სრული ან ნაწილობრივი სიბრმავე.

ტრაქომას ყველა ნიშანი და სიმპტომი უფრო მწვავეა ზედა ქუთოთოში, ვიდრე ქვედაში. ტრაქომის დროს აგრეთვე შეიძლება დაზიანდეს საცრემლე ჯირკვლები, რაც გამოიწვევს თვალების სიმშრალეს და პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს თვალების ქავილი, გაღიზიანება ან გამონადენი. ტრაქომა გადამდები დაავადება, რის გამოც აუცილებელია დროული მკურნალობა.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა