ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტრანზიტორული გლობალური ამნეზია
უკან
დაავადების აღწერა
ტრანზიტორული გლობალური ამნეზია არის მეხსიერების დაკარგვის უეცარი, დროებითი ეპიზოდი, რომელიც არ არის გამოწვეული ხშირი ნევროლოგიური პათოლოგიით, მაგალითად გულყრით ან ინსულტით.

ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის ეპიზოდის დროს, თქვენ უახლოესი წარსულის მოვლენები გავიწყდებათ, რის შედეგადაც არ გახსოვს სად ხართ ან როგორ მოხვდით იქ. თქვენ აგრეთვე შეიძლება არ გახსოვდეთ რა ხდება აწმყოში. თქვენ შეიძლება იგივე კითხვა მრავალჯერ დასვათ რადგან არ გახსოვთ პასუხები. თქვენ აგრეთვე შეიძლება ვერ გაიხსენოთ მოვლენები, რომლებიც დღეების, კვირების ან თვეების წინ მოხდა.

ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის დროს, თქვენ გახსოვთ ვინ ხართ და ცნობთ ახლობელ ადამიანებს, თუმცა მეხსიერების დაკარგვა მაინც შემაშფოთებელია.

საბედნიეროდ ტრანზიტორული გლობალური ამნეზია იშვიათია, უვნებელია და დიდი ალბათობით მეორედ აღარ განმეორდება. ეპიზოდები ხანმოკლეა და მის შემდეგ მეხსიერება უვნებელი რჩება.
გამომწვევი მიზეზი
ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის მიზეზი უცნობია. როგორც ჩანს არსებობს კავშირი ტრანზიტორული გლობალური ამნეზიასა და შაკიკს შორის, თუმცა ორივე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

მდგომარეობები, რომლის შემდგომაც შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული გლობალური ამნეზია:

  • უეცარი კონტაქტი ცივ ან ცხელ წყალთან
  • ძლიერი ფიზიკური აქტივობა
  • სქესობრივი აქტი
  • სამედიცინო პროცედურები, მაგალითად ანგიოგრაფია და ენდოსკოპია
  • თავის მსუბუქი ტრავმა
  • მწვავე ემოციური სტრესი, მაგალითად ცუდი ამბის გაგების, კონფლიქტის ან გადატვირთვის გამო
სიმპტომები
ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის დიაგნოზირება ხდება მისი ძირითადი სიმპტომით, რომელიც არის ახალი ინფორმაციის დამახსოვრების და წარსულის მოვლენების გახსენების გაძნელება. სიმპტომის დადასტურების შემდეგ მნიშვნელოვანია ამნეზიის სხვა მიზეზების გამორიცხვა.

დიაგნოზის დასმისთვის საჭირო სიმპტომები

ექიმმა შეიძლება ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის დიაგნოზი შემდეგ ნიშნებსა და სიმპტომებზე დააფუძნოს:

  • მეხსიერების უეცარი დაკარგვა
  • მეხსიერების დაკარგვის ფონზე საკუთარი თავის ცნობა
  • ნორმალური შემეცნებითი უნარი, მაგალითად ნაცნობი საგნების ცნობა და დასახელება და მარტივი ინსტრუქციების შესრულება
  • ტვინის კონკრეტული ადგილის დაზიანების სიმპტომების არსებობა, როგორებიცაა კიდურის დამბლა, უნებლიე მოძრაობა და სიტყვების წარმოთქმის გაძნელება

დამატებითი სიმპტომები, რომლებზეც დაფუძნებულია ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის დიაგნოზი:

  • 24 საათზე ნაკლები ხანგრძლივობა
  • მეხსიერების თანდათანობითი დაბრუნება
  • ამნეზიის პერიოდში გულყრის არარსებობა
  • ისტორიაში აქტიური ეპილეფსიის არარსებობა

ამ ნიშნებსა და სიმპტომებთან ერთად, ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის ხშირი ნიშანი და სიმპტომია ერთი და იგივე კითხვის მრავალჯერ დასმა, მაგალითად "რას ვაკეთებ აქ? ან "საიდან მოვხვდი აქ?".

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ხედავთ ადამიანს, რომელსაც აქვს ამნეზიის ნიშნები. თუ ადამიანი თვითონ ვერ ახერხებს სასწრაფოში დარეკვას დარეკეთ თქვენ.

ტრანზიტორული გლობალური ამნეზია არ არის საშიში მდგომარეობა, თუმცა ერთი შეხედვით შეუძლებელია მისი გარჩევა სხვა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებისგან, რომელბიც იწვევენ მეხსიერების უეცარ დაკარგას. მეხსიერების უეცარი დაკარგვა უფრო დიდი ალბათობით ინსულტსა და გულყრაზე მიუთითებს, ვიდრე ტრანზიტორული გლობალური ამნეზიაზე. სამედიცინო გამოკვლევა მეხსიერების დაკარგვის მიზეზის დადგენის ერთადერთი გზაა.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა