ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტულარემია
უკან
დაავადების აღწერა
ტულარემია არის იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს თვალებს, კანს, ლიმფურ კვანძებს და ფილტვებს. ტულარემიას იწვევს ბაქტერია Francisella tularensis.

დაავადება ძირითადად გვხვდება ძუძუმწოვრებში, განსაკუთრებით მღრღნელებში, კურდღლებში და ბოცვრებში. იგი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს ფრინველებში, ცხვრებში და შინაურ ცხოველებში.

ტულარემია ვრცელდება მრავალი გზით, მათ შორის მწერის ნაკბენით და დაავადებულ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით. ტულარემია გადამდები და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებაა, თუმცა ადრეული ანტიბიოტიკური მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება ინფექციის დამარცხება.
გამომწვევი მიზეზი
ტულარემია ბუნებრივად არ გვხვდება ადამიანებში და არ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. ტულარემია გვხვდება მთელ მსოფლიოში რადგან ბევრი ძუძუმწოვარი, ფრინველი და მწერი დაინფიცირებულია მისი გამომწვევი ბაქტერიით. ბაქტერიას შეუძლია მრავალი კვირის განმავლობაში გაძლოს ნიადაგში, წყალში და მკვდარ ცხოველებში.

უმეტესობა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ტულარემიას აქვს გადაცემის მრავალი გზა. გადაცემის გზა განაპირობებს სიმპტომებს და მათ სიმძიმეს. ტულარემიის გადაცემის გზებია:

  • მწერის ნაკბენი. ბევრ მწერს, მათ შორის ტკიპას, გადააქვს ტულარემია. ტკიპის ნაკბენები უფრო ხშირად იწვევენ წყლულოვან-ბუბონურ ფორმას.
  • დაავადებულ ან მკვდარ ცხოველთან კონტაქტი. წყლულოვან-ბუბონური ტუალრემია აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირებული ცხოველის ნაკბენმა. ბაქტერია კანში ხვდება ნაკბენის ადგილიდან, კბენის ადგილზე კი წყლული ვითარდება. ტულარემიის თვალ-ბუბონური ფორმა ვითარდება დაინფიცირებული ცხოველთან კონტაქტში მყოფი ხელის თვალთან მიტანის შემთხვევაში.
  • ჰაერში არსებული ბაქტერიები. ნიადაგში არსებული ბაქტერია სეიძლება ჰაერში მოხვდეს ეზოს მოვლის დროს ან მშენევლობის დროს. ბაქტერიების ჩასუნთქვა გამოიწვევს პნევმონიურ ტულარემიას. ინფექციის გაზრდილი რისკი აქვთ ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ტულარემიასთან მუშაობენ.
  • დაბინძურებული საკვები ან სასმელი. იშვიათად ტულარემია შეიძლება განვითარდეს დაუმუშავებელი ან უმი საკვების ან ინფექციით დაბინძურებული სასმელის მიღებისას. ნიშნებია პირღებინება, ფაღარათი და სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემები (აბდომინალური ტულარემია).

მაღალი ტემპერატურა კლავს F.Tularensis, რის გამოც ხორცი სწორ ტემპერატურაზე დამუშავებისას (73.8C) უსაფრთხოა.
სიმპტომები
წყლულოვან-ბუბონური ტულარემია

ეს არის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანის წყლული, რომელიც ვითარდება ინფექციის შეჭრის ადგილზე
  • შესიებული და მტკივნეული ლიმფური კვანძები
  • ტემპერატურის მომატება
  • შეციება
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა

ბუბონური ტულარემია


ბუბონური ტულარემიის დროს გვხვდება წყლულოვან-ბუბონური ფორმის ყველა ნიშანი და სიმპტომი გარდა კანის წყლულისა.

თვალ-ბუბონური ტულარემია

ეს ფორმა აზიანებს თვალებს და იწვევს:

  • თვალების ტკივილს
  • თვალების სიწითლეს
  • თვალების შეშუპებას და გამონადენს
  • წყლულს ქუთუთოს შიგნითა ნაწილზე
  • სინათლისადმი მგრძნობელობის მომატებას

ანგიოზურ-ბუბონური ფორმა


ეს ფორმა გამოწვეულია ცუდად დამუშავებული გარეული ცხოველის ხორცის ან დაბინძურებული წყლის მიღებით. იგი აზიანებს პირს, ყელს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტემპერატურის მომატება
  • ყელის ტკივილი
  • პირის წყლულები
  • პირღებინება
  • ფაღარათი
  • ნუშურა ჯირკვლების ანთება
  • კისრის ლიმფური კვანძების შესიება

პნევმონიური ტულარემია


ეს ფორმა იწვევს პნევმონიის ტიპურ ნიშნებს და სიმპტომებს:

  • მშრალი ხველა
  • მკერდის ტკივილი
  • სუნთქვის გაძნელება
  • ტულარემიის სხვა ფორმებიც შეიძლება გავრცელდეს ფილტვში.

აბდომინალური ტულარემია


ეს იშვიათი და სერიოზული ფორმა იწვევს შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს:

  • ტემპერატურის მომატება
  • ძლიერი ზოგადი სისუსტე
  • პირღებინება და ფაღარათი
  • ელენთჳს გადიდება (სპლენომეგალია)
  • ღვიძლის გადიდება (ჰეპატიმეგალია0
  • პნევმონია

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ტულარემიის გავრცელების ადგილში ტკიპის კბენის ან გარეულ ცხოველთან კონტაქტის შემდეგ გაგიჩნდებათ მაღალი ტემპერატურა, კანის წყლულები და ნუშურა ჯირკვლების შესიება.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა