ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უიპლის დაავადება
უკან
დაავადების აღწერა
უიპლის დაავადება არის იშვიათი ბაქტერიული დაავადება, რომელიც აზიანებს საჭლის მომნელებელ სისტემას. იგი არღვევს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს, საკვების გადამუშავებას, ცხიმისა და ნახშირწყლების დამუშავებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას.

უიპლის დაავადებამ აგრეთვე შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც, მაგალითად გული, ტვინი, სახსრები და თვალები.

მკურნალობის გარეშე დაავადებამ შეიძლება სერიოზული გართულებები და სიკვდილი გამოიწვიოს. დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები.
გამომწვევი მიზეზი
უიპლის დაავადებას იწვევს ბაქტერია Tropheryma whipplei. ეს ბაქტერია თავდაპირველად აზიანებს წვრილი ნაწლავების ლორწოვანს და წარმოქმნის დაზიანებებს ნაწლავის კედლებში. ბაქტერია აგრეთვე აზიანებს წვრილ ნაწლავში არსებულ თმისმაგვარ გამონაზარდებს (ხაოები). დროთა განმავლობაში ინფექცია სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება.

ბევრი რამ არ არის ცნობილი ბაქტერიის შესახებ. იგი არსებობს გარემოში, თუმცა მეცნიერებმა არ იციან საიდან მოდის იგი და როგორ ხვდება ადამიანებში. ბაქტერია ყველა ადამიანში არ იწვევს დაავადებას. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დაავედბულ ადამიანებს აქვთ იმუნური სისტემის გენეტიკური მუტაცია, რომელიც ზრდის დაავადების შემოჭრის შემთხვევაში ინფექციის განვითარების რისკს.

უიპლის დაავადება ძალიან იშვიათი დაავადებაა.
სიმპტომები
ხშირი ნიშნები და სიმპტომები

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება იწვევს შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს:

  • ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი, რომელიც უარესდება ჭამის შემდეგ
  • წონაში კლება, რაც დაკავშირებულია შეწოვის დარღვევასთან

სხვა ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • სახსრების ანთება, განსაკუთრებით კოჭის, მუხლის და მაჯის
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ანემია

უფრო იშვიათი ნიშნები და სიმპტომები


უიპლის დაავადების უფრო იშვიათი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტემპერატურის მომატება
  • ცხელა
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია) და დაზიანება
  • გულმკერდის ტკივილი
  • ელენთის გადიდება

ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიარულის გაძნელება
  • მხედველობის გაუარესება, თვალის მოძრაობაზე კონტროლის დაკარგვა
  • გულყრები
  • დაბნეულობა
  • მეხსიერების დაკარგვა

სიმპტომები უფრო ხშირად წლების განმავლობაში ვითარდება ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები, მაგალითად სახსრების ტკივილი და წონაში კლება, საწყისი კუჭ-ნაწლავის სიმპტომებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება.

როდის მივმართოთ ექიმს

უიპლის დაავადება შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა იგი განკურნებადია. მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სიმპტომები, მაგალითად წონაში კლება და სახსრების ტკივილი. ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევებს, რომლებიც დაადგენს სიმპტომების მიზეზს.

აცნობეთ ექიმს თუ ინფექციის დიაგნოზირების და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება. ხანდახან ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტურია რადგან ბაქტერია რეზისტენტული ამ კონკრეტული ანტიბიოტიკისადმი. დაავადება შეიძლება ხელახლა განვითარდეს.