ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტერფის ჩამოვარდნა
უკან
დაავადების აღწერა
ტეფის ჩამოვადნის დროს, პაციენტს უჭირს ტერფის წინა ნაწილს აწევა. მდგომარეობის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა სიარულის დროს მიათრევდეთ ტერფის წინა ნაწილს.

ტერფის ჩამოვარდნა დაავადება არ არის. ტერფის ჩამოვარდნას იწვევს ნევროლოგიური, კუნთოვანი ან სხვა ანატომიური პრობლემა.

ზოგჯერ, ტერფის ჩამოვარდნა დროებითია. თუმცა დანარჩენ შემთხვევებსი, მდგოამრეობა შესაძლოა მუდმივი იყოს. თუ თვენ აღგენიშნებათ ტერფის ჩამოვარდნა, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ საბჯენის დამაგრება კოჭსა და ტერფზე რათა ფეხი ნორმალურ პოზიციაში შეინარჩუნოთ.
გამომწვევი მიზეზი
ტერფის ჩამოვარდნა გამოწვეულაი ტერფის წინა ნაწილის აწევაში მონაწილე კუნთების სისუსტით ან პარალიზით. ტერფის ჩამოვარდნის მიზეზი სხვადასხვაგვარია:

  • ნერვის დაზიანება. ტერფის ჩამოვარდნის ყველაზე ხშირი მიზეზია ტერფის ამწევი ნერვის მოყოლა ქვედა კიდურებში. ეს ნერვი შესაძლოა დაზიანდეს ბრძაყის ან მუხლის ქირურგიული ოპერაციის დროს. ნერვის ფესვობრივი დაზიანება ზურგის ტვინში ასევე იწევს ტერფის ჩამოვარდნას. დიაბეტის მქონე ადმიანები მიდრეკილნი არიან ნერვების დაავადების მიმართ, რასაც აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს ტერფის ჩამოვარდნა.
  • კუნთის ან ნერვების დაავადებები. კუნთის დისტროფიები, მემკვიდრული დაავადებები, რომლევიც იწვევენ კუნთების პროგრესიულ სისუსტეს, ასევე იწვევენ ტერფის ჩამოვარდნას. სხვა დაავადებები, მაგალითად პოლიო ან შარკო მარი ტუტის დაავადება აგრეთვე იწვევენ ტერფის ჩამოვარდნას.
  • თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები. დაავადებები, რომლებიც აზიანებენ ზურგისა და თავის ტვინს, მაგალითად ამიოტროფული გვერდიტი სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი ან ინსულტი, ასევე იწვევენ ტერფის ჩამოვარდნას
სიმპტომები
ტერფის ჩამოვარდნა ართულებს ტერფის წინა ნაწილის აწევას, შედეგად სიარულისად პაციენტი მიითრევს წინა ნაწილს. დასაბალანსებლად, პაციენტი წევს ბარძაყს სიარულისას, თითქოს კიბეზე ადის. სიარულის ასეთმა მანერამ შესაძლოა გამოიწვიოს ტერფზე დაცემა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. ზოგიერთ შემთხევაში, ფეხის თითებსა და ტერფის ზედა ნაწილზე არსებულ კანზე შესაძლოა დაიკარგოს მგრძნობელობა.

ტერფის ჩამოვარდნა ძირითადად ერთ ფეხზე გვხვდება. გამომწვევი მიზეზის შესაბამისად შესაძლოა ჩართული იყოს ორივე ტერფი.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ათრევთ ფეხის თითებს სიარულის დროს, მიმართეთ ექიმს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა