ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წინაგულების ძგიდის დეფექტი
უკან
დაავადების აღწერა
წინაგულების ძგიდის დეფექტი არის ღრუ გულის ზედა ორი საკანს(წინაგულების) შორის. მდგომარეობა თანდაყოლილია(კონგენიტალური). მცირე ზომის წინაგულოვანი ძგიდის დეფექტები შესაძლოა დაიხურის თავით ახალშობილებში ან ადრეულ ბავშვობაში.

წინაგულების ძგიდის დეფექტი , რომელიც არის დიდი ზომის და ხანგრძლივი აზიანებს თქვენს გულსა და ფილტვებს. პატარა დეფექტმა შესაძლოა საერთოდ არ გამოიწვიოს პრობლემა და იყოს შემთხვევით აღმოჩენილი. მოზრდილ ადამიანს, რომლისთვისაც არ დაუდგენიათ არსებული წინაგულოვანი ძგიდის დეფექტი ათწლეულების განმავლობაში, შესაძლოა შეუმოკლდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა გულის უკმარისობის ან სისხლის მაღალი წნევის გამო, რომელიც აზიანებს არტერიებს ფილტვებში (პულმონური ჰიპერტენზია). წინაგულოვანი ძგიდის დეფექტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა იციან, რომ გულის თანდაყოლილი (კონგენიტალური) დეფექტები გამოწვეულია გულის ადრეული ჩამოყალიბების დარღვევით, თუმცა ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია. როგორც გენეტიკა, ასევე გარემო პირობები შესაძლოა მონაწილეობას იღებდეს პათოლოგიის ჩამოყალიბებაში.
 
წინაგულების ძგიდის დეფექტი იწვევს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის გადასვლას გულის მარცხენა ზედა საკნიდან(მარცხენა წინაგული) მარჯვენა ზედა საკნის მიმართულებით(მარჯვენა პარკუჭი). შედეგად, ჟანგბადით გამდიდრებული(ოქსიგენერებული) სისხლი ერევა დეოქსიგენერებულ სისხლთან და გადაიტყორცნება ფილტვებში, მიუხედავად იმისა რომ მისი ნაწილი უკვე გაჯერებულია ჟანგბადით.

თუ წინაგულების ძგიდის დეფექტი არის დიდი ზომის, სისხლის ჭარბი მოცულობა გადაავსებს ფილტვებს და გულს დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევს. სამედიცინო ჩარევს გარეშე გულის მარჯვენა მხარე დიდდება და სუსტდება. თუ ეს პროცესი გრძელდება, ფილტვებში სისხლის წნევა იზრდება, რაც იწვევს პულმონურ ჰიპერტენზიას.

წიანგულების ძგიდის დეფექტების რამოდენიმე ფორმა არსებობს:
  • სეკუნდუმი. ეს ფორმა ყველაზე ხშირია. იგი ძირითადად გვხვდება წინაგულებს შორის არსებული კედლის შუა ნაწილში.
  • პრიმუმი. დეფექტი გვხვდება წინაგულთა შორის არსებული ძგიდის ქვედა ნაწილში. ამ დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს გულის სხვა თანდაყოლილი პათოლოგიები
  • სინუს ვენოსუსი. იშვიათი დეფექტი რომელიც ძგიდის ზედა ნაწილში გვხვდება.
  • კორონარული სინუსი. ამ იშვიათი დეფექტის დროს, გულის ვენური სისტემის ნაწილს-კორონარულ სინუსსა და მარცხენა პარკუჭს შორის არსებული კედლის მცირე ნაწილი არ არსებობს.
სიმპტომები
წინაგულოვანი ძგიდის დეფექტით დაბადებულ ბევრ ახალშობილს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი. მოზრდილებში სიმპტომები ძირითადად იწყება 30 წლის ასაკში, თუმცა ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

წინაგულების ძგიდის დეფექტის სიმპტომები:
  • სუნთვის უკმარისობა, განსაკუთრებით დატვირთვის დროს
  • დაღლილობა
  • შესიება ფეხების, ტერფების ან მუცლის არეში
  • გულის ფრიალი ან პულსის ამოვარდნა
  • ფილტვის ხშირი ინფექციები
  • ინსულტი. როცა სისხლის მიწოდება ნაკლებია ან წყდება ტვინის რომელიმე ნაწილში, ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს და ამ ნაწილის უჯრედები კვდებიან.
  • გულის შუილი, შრიალის ხმა, რომლის მოსმენაც შესაძლებელია სტეტოსკოპის საშუალებით

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
  • სუნთვის უკმარისობა
  • ადვილად დაღლილობა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდგომ
  • შესიება ფეხების, ტერფების ან მუცლის არეში
  • გულის ფრიალი ან პულსის ამოვარდნა
  • ხსენებული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე ან გულის თანდაყოლილი დაავადების სხვა გართულებებზე.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა