ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უსიამოვნო სუნი პირში
უკან
დაავადების აღწერა
უსიამოვნო სუნი პირში, იგივე ჰალიტოზი, შესაძლოა იყოს უხერხულობის მიზეზი და ზოგჯერ შფოთვის მიზეზიც კი. მაღაზიის თაროები გამოტენილია პირში უსიამოვნი სუნთან საბრძოლველი პროდუქტებით, როგორიცაა: საღეჭი რეზინა, პიტნა, პირში გამოსავლები საშუალებებიდა ა.შ. თუმცა ამ პროდუქტებს მხოლოდ დროებით შეუძლიათ გააქრონ სუნი, რადგან ისინი არ მოქმედებენ უსიამოვნო სუნის მიზეზზე.

ზოგიერთი საკვები, დაავადება და ჩვევა შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნის მიზეზი. ხშირ შემთხვევაში, კბილების ჰიგიენის ადეკვატური დაცვით შესაძლოა სუნის გაუმჯობესება. თუ სახლის პირობებში ნორმალურად თავის მოვლის შედეგად პრობლემა არ გადაიჭრა, აუცილებელია მიმართოთ სტომატოლოგს, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ უსიამოვნო სუნის მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგია არ არის.
გამომწვევი მიზეზი
ამოსუნთქვისას უსიამოვნო სუნის მიზეზი ძირითადად პირში გვხვდება. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს:
  1. საკვები. საკვების ნაწილების დაშლამ თქვენს კბილებში და მათ გარშემო შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიების რაოდენობის ზრდა და უსიამოვნო სუნი. ზოგიერთი საკვების მიღება, როგორიცაა ხახვი, ნიორი, ბოსტნეული და სხვასხვა სანელებელი. ამ საკვების მონელების შემდეგ, მათი ნაწილები გადადის თქვენი სისხლის მიმოქცევაში, მიემართბა ფილტვებისაკენ და ამოსუნთქვისას ჰაერის ნაკადს უსიამოვნო სუნს აძლევს.
  2. თამბაქოს პროდუქტები. მოწევა იწვევს პირში უსიამოვნო სუნს. მწეველებს და ორალური თამბაქოს მომხმარებლებს ხშირად აღენიშნებათ ღრძილების დაავადება, რაც თავის მხირვ იწვევს უსიამოვნო სუნს.
  3. კბილების არასათანადო ჰიგიენა. თუ თქვენ არ იხეხავთ კბილებს ყოველდღიურად, საკვების ნაწილაკები შეიძლება დარჩეს თქვენს პირის ღრუში და გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი. ბაქტერიები წარმოქმნილი უფერული, წებოვანი გარსი(ფოლაქი) ყალიბდება თქვენს კბილებზე და თუ არ მოხდა მათი გახეხვა, ამ ფოლაქმა შესაძლოა გააღიზიანოს თქვენი ღრძილები(გინგივიტი) და ჩამოაყალიბოს ფოლაქით ავსებული ტომარები კბილებს და ღრძილებს შორის (პერიოდონტიტი). ენის უსწორმასწორო ზედაპირმა აგრეთვე შეიძლება შეიკავოს ბაქტერიები და გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. კბილების პროთეზის არარეგულარულმა გასუფტავებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწივოს ბაქტერიების მომრავლება, საკვების ნაწილების დაგროვება და უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
  4. მშრალი პირის ღრუ. ნერწყვი პირის ღრუს წმენდს, იგი უსიამოვნო სუნის წარმომქმნელ საკვების ნაწილაკებს აშორებს პირს. მშრალი პირის ღრუ - იგივე ქსეროსტომია შეიძლება იწვევდეს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, რადგან არ ხდება საკმარისი ნერწყვის გამომუშვები. პირი ძირითადად ძილის დროს შრება, რაც იწვევს დილაობით უსიამოვნო სუნს პირიდან, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანს გაღებული პირით სძინავს. ზოგიერთი წამალი ან სანერწყვე ჯირკვლის პრობლემები აგრეთვე იწვევს პირის ღრუს ქრონიკულ სიმშრალეს.
  5. პირის ღრუს ინფექციები. ცუდი სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს ქირურგული ჭრილობებით კბილის ამოღბის დროს. უსიამოვნო სუნს აგრეთვე იწვევს კბილის ლპობა, ღრძილების დაავადება და ჭრილობები პირის ღრუში.
  6. პირის ღრუს, ცხვირის და ყელის სხვა პათოლოგიები. უსიამოვნო სუნი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიონ ტონზილებზე არსებულმა მცირე ზომის კენჭებმა, რომლებიც დაფარულნი არიან უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებების წარმომქმნელი ბაქტერიებით. ინფექციები ან ქრონიკული ანთება ცხვირში, სინუსებში და ყელში, რის შედეგადაც ჩნდებპოსტნაზალური წვეთა, აგრეთვე იწვევენ უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
  7. მედიკამენტები. ზოგიერთი წამალი არაპირდაპირად იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუს გამოშრობის საშუალებით. სხვა მედიკამენტები კი იშლება სხეულში და ათავისუფლებს ქიმიურ ნაერთებს, რომელიც შეილება მოხვდეს ამოსუნთქულ ჰაერის ნაკადში.
  8. სხვა მიზეზები. დაავადებები, მაგალითად ზოგიერთი სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები, აგრეთვე იწვევენ სპეციფიურ სუნს პირის ღრუში მათ მიერ წარმოქმნილი ქიმიური ნაერთების შედეგად. კუჭის მჟავების ქრონიკული რეფლუქსი (გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი) შეიძლება აგრეთვე იყოს დაკავშირებული უსიამოვნო სუნთან. პატარა ბავშვებში უსიამოვნო სუნი შეიძლება უცხო სხეულით იყოს გამოწვეული, როგორიცაა პატარა ზომის სათამაშო ან ხის ნაგლეჯი, რომელიც მათ ნესტოშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
სიმპტომები
უსიამოვნო სუნი შესაძლოა იყოს განსხვავებული, ეს დამოკიდებულია ამ მდგომარეობის მიზეზზე. ზოგიერთი ადამიანი საკუთარი პირის სუნზე ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა სრულებით არ ჰქონდეს ან ოდნავ აღენიშნებოდეს უსიამოვნო სუნი. პირში ძალიან უსიამოვნო სუნის მქონე ზოგი ადამიანი კი შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეს საკუთარ მდგომარეობას. რადგანაც საკუთარი ამოსუნთქულის სუნის განსაზღვრა რთულია, სთხოვეთ ახლო მეგობარს ან ნათესავს დაგიდასტუროთ ან უარყონ თქვენი ეჭვი უსიამოვნო სუნის შესახებ.

როდის მივმართოთ ექიმს
  • თუ თქვენ გაქვთ უსიამოვნო სუნი, გადახედეთ თქვენს ორალური ჰიგიენას. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სტილი, გაიხეხეთ კბილები და ენა ჭამის შემდგომ, იხმარეთ კბილების ძაფი და დალიეთ უხვი რაოდენობით წყალი.
  • თუ ასეთი ცვლილებების შემდგომ მაინც რჩება უსიამოვნო სუნი, მიმართეთ სტომატოლოგს. მან შესაძლოა ეჭვი მიიტანოს პირში უსიამოვნო სუნის უფრო სერიოზულ მიზეზზე და გადაგამისამართოთ შესაბამის ექიმთან.