ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პერიფერიული ნეიროპათია
უკან
დაავადების აღწერა
პერიფერიული ნეიროპათია, რომელსაც იწვევს პერიფერიული ნერვების დაზიანება, ხშირად განაპირობებს სისუსტეს, მგრძნობელობის დაქვეითებასა და ტკივილს, განსაკუთერბით ტერფებისა და ხელის მტევნების არეში. მდგომარეობა სხეულის სხვა ნაწილებშიც გვვხვდება.

პერიფერიული ნერვული სისტემა თავისა და ზურგის ტვინიდან(ცენტრალური ნერვული სისტემა) ინფორმაციას დანარჩენი ორგანიზმის მიმართულებით აგზავნის. პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმული დაზიანებით, ინფექციით, მეტაბოლიზმის პრობლემებით, მემკვიდრული დაავადებებითა და ტოქსინების ზემოქმედებით. პერიფერიული ნეიროპათიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია დიაბეტი.

დაავადების მქონე პაციენტები ტკივილს აღწერენ, როგორც მჭრელსა და მწველს. აღინიშნება ჩხვლეტის შეგრზნებათ. ხშირ შემთხვევაში, სიმპტომები უმჯობესდება, განსაკუთრებით თუ ტკივილის გამომწვევი მიზეზი განკურნებადია. პერიფერიული ნეიროპათიით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება მედიკამენტებით შესაძლებელია.
გამომწვევი მიზეზი
ნეიროპათიის განვითარებაში სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს:

  • ალკოჰოლიზმი. ალკოჰოლიკების მიერ არასწორი კვების რაციონის არჩევა იწვევს ვიტამინების ნაკლებობას.
  • ავტოიმუნური დაავადებები:შოგრენის სინდრომი, მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, გიიან-ბარის სინდრომი, ქრონიკული ანთებითი მადემიელინიზირებელი პოლინეიროპათია და ნეკროზული ვასკულიტი.
  • დიაბეტი. დიაბეტის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტს უვითარდება ნეიროპატიის რომელიმე ფორმა.
  • საწამლავები. ტოქსიური ნივთიერებები, მათ შორის მძიმე მეტალები და ქიმიკატები.
  • მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით კიბოს მკურნალობის დროს გამოყენებული(ქიმიოთერაპია), იწვევს პერიფერიულ ნეიროპატიას.
  • ინფექციები. ზოგიერთი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია:ლაიმის დაავადება, ჰერპეს-ზოსტერი, ებშტეინ ბარის ვირუსი, C ჰეპატიტი, კეთრი, დიფტერია და შიდსი.
  • მემკვიდრული დაავადებები. ნეიროპათიის გამომწვევი მემკვიდრული პათოლოგიები, როგორიცაა შარკო-მარი-ტუტის დაავადება.
  • ტრავმული დაზიანება ან ზეწოლა ნერვზე. საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმა, წაქცევა ან სპორტული ტრავმები იწვევენ პერიფერიული ნერვების დაზიანებას. ნერვზე ზეწოლა შესაძლოა განვითარდეს ერთი და იმავე მოძრაობის განმეორებითად შესრულების შემდგომ, მაგალითად ბეჭდვის შედეგად.
  • სიმსივნეები. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები შესაძლოა ჩამოყალიბდეს თვითონ ნერვებში ან მიმდებარე ქსოვილებში და დააწვეს ნერვებს.
  • ვიტამინების ნაკლებობა. B ვიტამინები, მათ შორს B-1, B-6, B-12, E ვიტამინი და ნიაცინი აუცილებელია ნერვის ჯანმრთელობისთვის.
  • ძვლის ტვინის დაავადებები. ნეიროპათიას განაპირობებს სისხლში არანორმალური ცილის არსებობა(მონოკლონური გამოპათიები), ძვლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა(ოსტეოსკლეროზული მიელომა), ლიმფომა და ამილოიდოზი.
  • სხვა დაავადებები, მათ შორის თირკმლის დაავდება, ღვიძლის პათოლოგია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირება(ჰიპოთიროიდიზმი).
სიმპტომები
პერიფერიულ ნერვულ სისტემაში თითოეულ ნერვს კონკრეტული ფუნქცია აქვს, შესაბამისად სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებული ნერვების ტიპზე. ნერვების კლასიფიკაცია:

  • მგრძნობელობითი ნერვები, რომლებიც აღიქვამენ შეგრძნებებს კანიდან: ტემპერატურა, ტკივილი, ვიბრაცია ან შეხება
  • მოტორული ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ კუნთის მოძრაობას
  • ავტონომური ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის წნევას, გულისცემას, საჭმლის მონელებასა და შარდვას

პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები:

  • მგრძნობელობის დაქვეითება და ჩხვლეტის შეგრძნების თანდათანობითი განვითარება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ქვედა და ზედა კიდურებში.
  • ბასრი, გამჭოლი ან მწველი ტკივილი
  • შეხებაზე უკიდურესად გაძლიერებული მგრძნობელობა
  • წონასწორობის დარღვევა და წაქცევა
  • კუნთის სისუსტე ან პარალიზი მოტორული ნერვების დაზიანების შემთხვევაში

ავტონომური ნერვების დაზიანების დროს განვითარებული სიმპტომები:

  • სიცხის აუტანლობა და ოფლის გამოყოფის დარღვევა
  • დეფეკაციის, შარდვისა და მონელების პრობლემები
  • სისხლის წნევის ცვლილებები, რაც იწვევს თავბრუსხვევას და გულის წასვლის შეგრზნებას

პერიფერიული ნეიროპატია შესაძლოა აზიანებდეს ერთ ნერვს(მონონეიროპათია), ორ ან მეტ ნერვს სხვადასხვა წერტილებში(მრავლობითი მონო ნეიროპათია) ან ბევრ ნერვს(პოლინეიროპათია).

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ უჩვეულო ჩხვლეტის შეგრზნებას, სისუსტეს ან ტკივილის ხელის მტევნებისა და ტერფების არეში. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ზრდის სიმპტომების გაკონტროლების შანსს და თავიდან აგარიდებთ პერიფერიული ნერვების შემდგომ დაზიანებებს.